ვაჟა-ფშაველა – ანკარა წყარო

December 17, 2014 § Leave a comment

ანკარა წყარო მთიდანა
ეშურებოდა ბარადა –
გადადიოდა ლოდებზე
წვრილ მარგალიტის თვალადა.
თან ამას მოიმღეროდა,
ვით საპატარძლო ქალია:
– ნეტავ სულ ია-ვარდს ვრწყავდე,
იმდენი მომცა ძალია…
ნეტავ არავინ მამღვრევდეს,
არა მქელავდენ ღორები,
რაც ღმერთმა მომცა ბუნება,
იმას ნუმც გავეშორები.

Vaja Fshavela – Ankara Wyaro
ვაჟა-ფშაველა – ანკარა წყარო

Leave a comment

What’s this?

You are currently reading ვაჟა-ფშაველა – ანკარა წყარო at leqsebi.

meta