მუხრან მაჭავარიანი – "და იუდა ისკარიოტელი, ერთი"

July 10, 2014 § Leave a comment

„ …და იუდა ისკარიოტელი, ერთი
ათთორმეტთაგანი, წარვიდა
მღუდელთ-მთავართა მათ მიმართ
რათა მიჰსცეს იგი მათ…. და ჰსცემდეს
მის თავსა ლელწმითა და
ჰნერწყვდეს მას…. “

კაცი, –
ცათამდე მართალი თუნდა, –
ყველამ რომ ფურთხის
ჩათვალოს ღირსად,
ამას,
მისივე მეგობრის მხრიდან,
სხვა არაფერი,
კადრება უნდა!

იყოს ეს ასე,
ასეა ახლაც
(ნურვინ იტოშებს,
ამას რომ ვბედავ),
ასეა, რადგან
სიმართლეს ქვეყნად
პატრონი არ ჰყავს,
ნამუსის გარდა!

Muxran Machavariani – Da Iuda Iskarioteli, Erti

Leave a comment

What’s this?

You are currently reading მუხრან მაჭავარიანი – "და იუდა ისკარიოტელი, ერთი" at leqsebi.

meta