გალაქტიონ ტაბიძე – გარეთ წვიმს და თოვს…

April 3, 2014 § Leave a comment

გარეთ წვიმს და თოვს,

სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
გარეთ თოვს და წვიმს,
დავიწყებულ სიმს
გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი.
ვიგონებ ჟამს, როს
სიყმაწვილის დროს 
ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი…
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
Galaktion Tabidze – Garet Wvims Da Tovs…

Leave a comment

What’s this?

You are currently reading გალაქტიონ ტაბიძე – გარეთ წვიმს და თოვს… at leqsebi.

meta