გალაქტიონ ტაბიძე – გარეთ წვიმს და თოვს…

April 3, 2014 § Leave a comment

გარეთ წვიმს და თოვს,

სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
გარეთ თოვს და წვიმს,
დავიწყებულ სიმს
გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი.
ვიგონებ ჟამს, როს
სიყმაწვილის დროს 
ხორცშეუსხმელი მიყვარდა ქალი…
გარეთ წვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
Galaktion Tabidze – Garet Wvims Da Tovs…

Where Am I?

You are currently browsing the გალაქტიონ ტაბიძე category at leqsebi.