ჯაბა გურეშიძე – # # #

December 9, 2013 § Leave a comment

მკლავს მე ეს სისხლის წყურვილი მწვავე!
საამო სურვლით ეშვება ცაზე მთვარე
შავი ლანდივით გაივლის სიცოცხლის ხაზზე
სიკვდილი ოტხო კონტურით გვადგება კარზე…

შემორჩენიათ, ჩამკვდარ აისებს სულელის სახე
მათი სინაზით ივსება კამარებზე მაცნე
დარჩენილია კიდევ ცოტაც და დაე, გავქრე
რომ აღარ მქონდეს სინანულის დრო,დროზე ადრე

ისე რთულია აღსრულდე მალე, როგორც
ამ წერილში რითმების სახე
დამალულია საიდუმლო სტრიქონის კარზე
აკი ვახსენე კამარებზე სინაზით მაცნე!…

Jaba Gureshidze

ჯაბა გურეშიძე – უფალო იესო!

December 9, 2013 § 1 Comment

სულიერების კიდეზე მიმდგარი
ვლოცულობ უფლის სახელზე,
ცოდვაზე, ცოდვით დამდგარი
ვტირი ღვთისმშობლის კალთებზე.

მინდა უფალო შენს გვერდძე,
რომ დამუდამოდ ვიცხოვრო
ბრმა ბედის ფუზის ამგებად
მუხლმოდრეკილმა ვიგლოვო.

ახდეს ყოველი,მარადი
ეს სასჯელიც ხომ ჩემშია
სიამოვნების საზღვარზე
სიკეთეს მხოლოდ შენი სახელი რქმევია.

მე სხვისი ცუდის მბაძავი
შენს გვერდით ყოფნას ვნატრულობ,
ჩემი სიკვდილით არ მინდა რომ
ჩემი სული ვაცდუნო.

ცნობიერებაში გავჩერდი
გზის გაკვლევისთვის გიხსენებ,
მინდა სამყარო გაჩერდეს რათა
წარსულს სიზმრებში ლმობიერებით ვიხსენებ.

როგორ მოვიქცე უფალო
ნება მომეცი ვითხოვო
გზის გაკვლევისთვის დამხმარე,
რომ კიდევ ცოტაც ვიცოცხლო.

Jaba Gureshidze – Ufalo Ieso!

ჯაბა გურეშიძე – "ფიქრებში გათელილ სურვილებს ვმღერი"

December 9, 2013 § Leave a comment

ფიქრებში გათელილ სურვილებს ვმღერი
და ჩემთვის ანთია სანთელი გრძელი
ჩამწვარ სანთელში ტარტაროზს ველი,
და ისევ, მრისხანედ ცხოვრებას ვეტრფი.

რომც, გავიარო ბილიკი ვრცელი
მაინც უიღბლო წამება მელის,
ფიქრების მტვერში გათელილ სურვილს
წითელ სარკეში არეკვლა ელის.

ქაოსში გაბმული სევდის ფერებით,
მივჰყვები წუწუნით ლანდების ორეულს
გასული წლებისთვის მადლობას მოგიხდი
დასჯილი ბავშვივით კუთხეში დავჯდები.

ცოდვების წვიმაში შიშველი ვიდგები
რათა მივეჩვიო,….ობოლი ვიქნები
მტკნარი სიცრუით ცხოვრებას მივჰყვები
ნაზი სიმარტოვით ლექსებად ვიცლები.

Jaba Gureshidze – Fiqrebshi Gatelil Survilebs Vmgeri

ჯაბა გურეშიძე – მოგესალმებით!

December 9, 2013 § Leave a comment

მოგესალმებით! ალმებით ალმებით
ღამეს ვათენებ წამებით, წამებით
ამ დღესაც დავწვავ წამლებით,წამლებით
ჩემი სურნელით დათვრებით,დათვრებით!

თქვენი სულისთვის წახდებით,წახდებით!
მაცხოვარია მოსული მეორეთ გაჰყევით.გაჰყევით!
არ მოვინანიოთ ვწამდებით ვწამდებით
ყელში წამიჭერთ ქამრებით,ქამრებით!

ქალწულის სახით მოსულხარ დამნდებდით! დამნებდით!
და სინანულში ჩავებით! ჩავებით!..
ისევ თქვენთვის ვწერ კალმებით კალმებით
მოდით გავიქცეთ ამყევით! ამყევით!

ღამის ასულო გათენდი! გათენდი,
სანამ ერთ ლექსაც დავწერდი დავწერდი
დილის სინაზევ გათენდით! გათენდით
მოგესალმებით,ალმებით ალმებით…

Jaba Gureshidze – Mogesalmebit!

ჯაბა გურეშიძე – séparé

December 9, 2013 § Leave a comment

ფიქრებს გავატან შენს მოგონებას
ვგონებ წამებაც გაივლის
და სიმარტოვის სახელით
ოცნებაც გვერძე ჩამივლის.

შენს სილუეტის ცხადებით
ანგელოზს ვხედავ სარკეში
და დამტვრეული მაჯებით
ფურცლის სიგრძესაც გავივლი.

ცხენების ნაზი თარეშით
და სიმყუდროვის ალერსით
ჩემი ქვითინი არ გესმით!
ჩემი ქვითინი არ გესმით!

ბრმული ცხოვრებით გადაღლილს
მე სიამაყე გამივლის
და სათნოების მკლავებით
წვიმის სიზმარიც გაივლის.

სარკეში ვხედავ ანარეკლს
მოციქულს სიგიჟის მაგონებს
ქვემოთ სიმაღლე სივრცისა
კიდევ ერთ ღამეს ვაბოდებ.

იმ უნდობლობის არეშით
სიკვდილს სიგარეტს ვაბოლებ
უწმაწურობის საძღვარზე
ჩუმად კამათელს ვაგორებ.

ჩემს სარეცელზე მომაკვდავს
მინდა სიმღერა მესმოდეს,
და ამპარტავან კოშკებით
ანაკრეონს, რომ ვმღეროდე

სუნთქვით ჩაბერილ სხეულში
ქარიშხლისავით ვქრებოდე,
და ამ მდუმარე ღამეში
ჩემი სიზმარი ხდებოდეს…

კვლავ სიმარტოვე მეწვია ისევ
ფიქრებით ავგორდი და
ჩემი ლექსის საფასურს
შენ მხოლოდ კოცნით ამბობდი.

Jaba Gureshidze – Séparé

ჯაბა გურეშიძე – "მთვარესთან ვმართავ დიალოგს"

September 18, 2013 § Leave a comment

მთვარესთან ვმართავ დიალოგს,
მინდა სიმართლე გავიგო,
მინდა წუმწუმით, ვაებით
ამ ღამეს სული და დავლიო!

ღამეს მოვუყვე ზღაპარი,
მთვარეს მივუძღვნა ჰანგები
და ამ სიმღერით დამთვრალმა
შევიგრძნო ბოლო წამები.

გულუბრიყვილოდ დავბერდი
ოცნების მწვავე წამებით,
ისევ სიკდილზე ფიქრებით
ისევ ღამეში გავები.

მთვარესთან ვმართავ დიალოგს,
სულ მოწიწებით ვბარდები
ისევ შემოქმედს, ისევ შენს თვალებს,
ისევ შენს ფიქრებს… წამებით!

Jaba Gureshidze – Mtvarestan Vmartav Dialogs

Where Am I?

You are currently browsing the ჯაბა გურეშიძე category at leqsebi.