ხარება მთიელი – მტკივა იარები

September 26, 2014 § Leave a comment

გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ჩემო დატანჯულო გულო…
ვხედავ შეგძლებია რწმენა.

არა,აღარ მინდა ცოდვა,
აღარც დაწყევლილი ფული,
გულზე მე ტაძრები მეწვის
ღმერთო! შემიბერე სული.

რწმენა დაიკარგა,გაქრა,
გახმა წინაპართა ფესვი,
ძმა-ძმას ომში იწვევს მტრულად,
ტყვიას უმოწყალოდ ესვრის.

ჩონგურს გასწყვეტია სიმი!
ტირის ქართლის დედა ჩუმად!
ქულა დაუწერეს ეშმაკს
რწმენა შეგვიფასეს ნულად!

გულო,რამდეს უძლებ ბოღმას,
სულო,რად არ ტოვებ სხეულს,
ჩემი საქართველო დაჭრეს,
მტკივა იარები ეულს…

გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ღმერთო! გამიმაგრე ერი!
ღმერთო! დამილოცე ენა!

Xareba Mtieli -Mtkiva Iarebi
ხარება მთიელი – მტკივა იარები

ხარება მთიელი – დუშეთს

September 24, 2014 § Leave a comment

აი ისევ შეიმოსა
მუზა შენზე ფიქრებით,
ხვალ ცოტათი წელმოხრილი
და ჭაღარა იქნები.

შენს ქუჩებში კვლავ ირბენენ
ცელქი გოგო-ბიჭები…
შენი ეშხით მე დუშეთო,
ლექსში არ ჩავიჭრები.

გულს ჩაგვიკარ დუშელები,
დაგვილოცე დღენია,
შენით მთვარი თუ ვმღერივართ,
ეს ქართული გენია.

სანამ ძალა მომდევს მკლავში,
სანამ სისხლი მიდუღს ძარღვში,
მკერდზე ფარად გაგაეკრობი
და არასდროს გაგცვლი სხვაში.

ხვალ ჩამოთოვს შენს ქუჩებში,
გაათეთრებს ნაძვიანს,
თუ ოდესმე გაგეყარო,
დავემგვანო ნაღვლიანს.

არ მეღირსოს გზააბნეულს
სხვა ქალაქში მოსვენება,
მწამდე მინდა ისე მწამდე!
როგორც ქრისტეს ათი მცნება.

აი ისევ შეიმოსა
მუზა შენზე ფიქრებით,
გეფიცებით, მე დუშეთის
შვილი ვარ და ვიქნები!…

Xareba Mtieli – Ai Isev Sheimosa
ხარება მთიელი – აი ისევ შეიმოსა

ხარება მთიელი – "გლოვობდა სამშობლო დაკარგულ შვილებს"

September 16, 2014 § Leave a comment

გლოვობდა სამშობლო დაკარგულ შვილებს,
მთები სდუმდნენ და ზეცა ტიროდა,
თვალცრემლიანი პატარა ბავშვი
მამის ომიდან მოსვლას ელოდა.

დღე გადიოდა, გლოვით ავსილი,
ბავშვს უმალავდნენ მწარე სიმართლეს,
ვაი, იმ ბეჩავს,გმირად წოდებულს,
ვეღარ იხილავს ქვეყნის სინათლეს.

დედას რა ვუყოთ,შავებში ჩაცმულს!?
რით მოვუშუშოთ გულის იარა!
სიტყვებით გული,როგორ გავუთბოთ?!
მას შვილი უნდა სიტყვა კი არა!

თქვენ მეგობრებო გული იმაგრეთ,
ძნელია ვიცი თქვენი ცხოვრება.
ომში დაღუპულ ბიჭების ხსოვნა,
ყველა ჩვენთაგანს გვემახსოვრება.

გლოვობდა სამშობლო დაკარგულ ბიჭებს,
ქართველის გული მწარედ კიოდა!
ომში მოკლული მეომრის ცოლი,
შავი სამოსით საფლავთან ტიროდა!…

გამახსენდა, ოდეს თქმული
მესაფლავის სიტყვები…
ვიცი,ვიცი,რომ ცრუობდა
მის სიტყვებს არ მივყვები.

მესაფლავევ რატომ ამბობ?
რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
დრო გავა და მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება.

არა,არა მესაფლავევ!
ტკივილს ვერვინ დაივიწყებს,
ვერა ხედავ,რომ ის ქალი?
მეომარ ქმარს არ ივიწყებს.

შვილმა როგორ დაივიწყოს?!
ერთად-ერთი მისი მამა,
ვიცი უფრო შეიყვარებს,
რაც ტკივილით წლები გავა.

სამშობლო გლოვობდა დაკარგულ ბიჭებს
და დედა სიკვდილს სახლში ებრძოდა!
უკვე შვილისგან დაჭრილი გული,
ისე კვდებოდა ტკივილს ვერ გრძნობდა…

Xareba Mtieli – Glovobda Samshoblo Dakargul Shvilebs
ხარება მთიელი – გლოვობდა სამშობლო დაკარგულ შვილებს

ხარება მთიელი – "საით მიმაფრენ დაღლილო მერანო?"

September 10, 2014 § Leave a comment

საით მიმაფრენ დაღლილო მერანო?
ნუთუ წყალობა არ გაგაჩნია?
ასე უიღბლო და სევდიანი
განგებამ ჩემმა რად გამაჩინა?!

ვისთან წავიდე ან ვის შევჩივლო,
ვის ჩავაბარო დაღლილი სული?
რომელ კაეშანს გამოვეკიდო,
რომ აგარ ვიყო მე მარტოსული…

მერანო ჩემო საით მიდიხარ!
რატომ არ უჩანს გზას დასასრული?
იუმედობით გადამეღალა
გული დამწვარი და დანაცრული.

მომწყურდა ახლა ისე მომწყურდა!
სიკვდილი ჩემი ვით ცივი წყარო,
ო როგორ მინდა ამ ცოდვილ სხეულს
მე საუკონოდ,რომ გავეყარო.

ფიროსმანივით ვერც მე გამითბეს
გული ყინულად გადაქცეული,
ჩემი ლექსები ფეხქვეშ გათელეს,
განჰკითხეს სული ჩემი ეული.

მე არ ვითხოვდი ამ ცხოვრებიგან,
არც ოქროს,არც ვერცხლს,არცა ქონებას.
ყველა მოკვდავი,რომ მყვარებოდა
იმ გზით ვმართავდი მე ჩემს გონებას.

Xareba Mtieli – Sait Mimafren Daglilo Merano?
ხარება მთიელი – საით მიმაფრენ დაღლილო მერანო?”

ხარება მთიელი – "გავხდები რემბრანტი, გავხდები პიკასო"

September 10, 2014 § Leave a comment

გავხდები რემბრანტი, გავხდები პიკასო,
კოლუმბი გავხდები, რომ აღმოგაჩინო,
ფიროსმანს სულში ბინას დავუდებ,
რომ მხატვრის ნიჭი გამოვაჩინო.

ტილოს დავაფენ და ჩემი ფუნჯით
დავხატავ შენი სულის სინაზეს,
ლამაზ ფერებით მოვრთავ სიყვარულს,
ამ ჩვენი გრძნობის მტრების ჯინაზე.

მე ცისარტყელას ფერებს წავართმევ,
ალიონს მოვპარავ იისფერ რიჟრაჟს,
ღამეს გავტაცებ ფიქრიან მთვარეს
და მასთან ერთად ლექსს დავწერ გიჟმაჟს.

შენთვის დავბერდები,რადგან ამბობენ,
რომ სიყვარული ასაკში ტკბება,
ბებერ ნაოჭებს გულზედ დაფენილს,
გული არ იტყობს და ტრფობით თბება.

გავხდები პიკასო,გავხდები რემბრანტი,
კოლუმბი გავხდები,რომ აღმოგაჩინო,
რაინდი გავხდები ცხენზე შემჯდარი,
რომ სიყვარული გადავარჩინო.

Xareba Mtieli – Gavxdebi Rembranti, Gavxdebi Pikaso
ხარება მთიელი – გავხდები რემბრანტი, გავხდები პიკასო

ხარება მთიელი – "ჩემო ძვირფასო მე მაპატიე"

September 10, 2014 § Leave a comment

ჩემო ძვირფასო მე მაპატიე
პაემანზე,რომ დამაგვიანდა,
ლამაზ სიყვარულს ფერში ვხატავდი,
შენამდე მოსვლა დამიგვიანდა.

რისთვის მსჯი,მე ხომ ვეფერებოდი
ფუნჯით დახატულ ლამაზ ქმნილებას,
უსიყვარულოდ როგორ ვიარო,
უშენოდ როგორ გავყვე დინებას?!

ნუთუ ამისთვის მწარედ გამკიცხავ,
გულს გადამიწვავ ძველი შანდლებით,
მე ხომ უშენოდ დედამიწაძე
დავიარები კარგო თავდებით.

მოდი მომხვიე ხელი დაჭრილ გულს,
თვალთ მიბნელდება სისხლად ვიცლები,
ამ სიყვარულით ნაშენებ კოშკებს
ჩამოსწოლიათ გლოვის ნისლები.

ვეგარ მიხილავ მე პაემანზე,
ვეგარ დავკოცნი შენს ლამაზ ტუჩებს..
ჩემი სიკვდილით დაღონებული,
ცრემლით ავსილი გაჰყვები ქუჩებს…

Xareba Mtieli – Chemo Dzvirfaso Me Mapatiet
ხარება მთიელი – ჩემო ძვირფასო მე მაპატიე

ხარება მთიელი – "ჩამომიხსენით გლოვის ფარდები"

September 10, 2014 § Leave a comment

ჩამომიხსენით გლოვის ფარდები,
ჯერ ხომ სისხლი დუღს ისევ ძარღვებში,
ჯერ ხომ ჩემს ლექსებს სუნთქვა ატყვია,
ჯერ ხომ სიყვარულს ვეძებ ვარდებში.

რად გინდათ გლოვის ცერემონია,
ცოცხალს არ მშვენის თქვენი ცრემლები,
ჯერ ხომ ბოლომდე ვერ მოგეფერეთ,
თქვენს გულებს ისევ შემოვევლები.

ჩამომიხსენით გლოვის ფარდები!
მე ხომ სიცოცხლე ასე მწყურია,
ჯერ ხომ ნარნარა ხმა ბულბულისა
ჩემთვის ყოველთვის საამურია.

ჯერ ხომ მზე მითბობს გადაყრილ ვენებს,
სიო მიმღერის კვლავ იავნანას…
გთხოვთ ნუ მომიშლით ამ ლამაზ გრძნობას,
ნუ გადამისმევთ ძარღვებზე დანას!

ნაკადულს წმინდას ნუ მომანატრებთ,
მშობლიურ მიწას მადროვეთ ვკოცნო,
ეგ შავი ფარდა ჩამომიხსენით!
მინდა ჩემგან შორს,ამ ხელით ვტყორცნო.

გამიმაისეთ თბილი მაისი,
ეზო მომირთეთ სიცოცხლის ფერად,
მე ბუნებაზე შეყვარებული
გამიშვით მარტო მინდავრად და ველად.

გაიწით იქით,მზეს ნუ მიბნელებთ!
ნუ მოაფარებთ მზის სხივს გორასა!
მე მის გარეშე დავემგვანები,
სიცივისაგან დაბლა მგორავსა.

ნუ ამიხრჩოლებთ მწარე საკვამურს!
მინდა ბუნების სურნელით დავტკბე,
სიყვარულს წმინდას ნუ ამიკრძალავთ!
მინდა ამ გრძნობით ბოლომდე დავთვრე.

დაგლიჯეთ თქვენი გლოვის ფარდები,
ცოცხალს მიწაში ნუ მასამარებთ!
მთელი ცხოვრება ლექსებს გიწერდით,
თკვენ კი რიცთვის მსჯით და მასამართლებთ?!

გამიშვით!გავხიო მინდა ფარდები,
საკანს კედლები შემოვალეწო,
ავტეხო მუშტით რკინის დარაბა,
სულს დილის სხივი შემოვაგებო.

რატომ გგონიათ,რომ მომიშორეთ?!
და ბალახივით მოცელილი ვარ,
მე ხომ მოკვდავთა გასახარებლად,
განგების ნებით მოვლენილი ვარ…

Xareba Mtieli – Chamomixsenit Glovis Fardebi
ხარება მთიელი – ჩამომიხსენით გლოვის ფარდები

ხარება მთიელი – "მე არავის დავუჩოქებ"

September 10, 2014 § Leave a comment

მე არავის დავუჩოქებ,
ჩემი ერთი ღმერთის გარდა,
სხვის მიწა-წყალს არ დავნატრი,
ჩემი მწამს და მუდამ მწამდა.

ერთი გოჯი მიწა მყოფნის,
სამარისთვის მინდა,
დამიჯერეთ ეს ცხოვრება,
სიკეთისთვის ღირდა.

სხვა ფიქრი არ მოდიოდა,
ფიქრში სევდა წვიმდა…
დამიბრუნეთ საქართველო!
და ხატები წმინდა!

დედას შავებს ნუ ჩააცმევთ!
ჩვენ ომი არ გვინდა,
ეყო ტანჯულ საქართველოს!
რაც ტყვია აწვიმდა.

მარტო მე ვარ,მე მებრძოლეთ!
დამაყარეთ ტყვიები,
სხვის სახლთან კი მიიტანეთ
გვირილა და იები.

მე არავის დავუჩოქებ,
ქართველობა მინდა!
ქართველს მუდამ მფარველობდეს
მამა,ძე და სულიწმინდა…

Xareba Mtieli – Me Aravis Davuchoqeb
ხარება მთიელი – მე არავის დავუჩოქებ

ხარება მთიელი – "სიკეთე რა არის? – სიკეთე ზღვა არის"

June 21, 2013 § Leave a comment

სიკეთე რა არის? – სიკეთე ზღვა არის
ამ ზღვაში დახრჩობა მართლაც ხსნა არის.
სიკეთით კვდები? – სხვა რაღა გინდა,
ამაზე კარგი ქვეყნად რა არის.

თუ კი ოდესმე ცხოვრების გზაზე
შენ ტანჯვის ჯარი შემოგესია,
არ დამარცხდები, თუ კი ჯერ სული
ბოროტისათვის არ მიგიცია,

თუკი ჯერ კიდევ გული სიკეთით
და სიბრალულით შენი სავსეა,
დაიჩაგრები, მაგრამ ცოტა ხნით
ცხოვრების წესი დღეს ხომ ასეა.

მაინც არ მისცე შენ სული ბოროტს,
ფული სიყვარულს არ ამჯობინო,
საწყალს თავისი სისაწყლე მაინც
იცოდე არასდროს არ აგრძნობინო.

მაშინ იქნები კაცი, როდესაც
სხვის გულის წუხილს გულთან მიიტან,
თუკი ვაჟაცთა სასაფლაოზე
კეთილი გულით ვარდებს მიიტან.

იყო კეთილი – იცი რა არის?…
– მარტო სიტყვები არაფერია,
სიკეთე, სიყვარული და წრფელი გული
ამაზე კარგი არაფერია.

Xareba Mtieli – Sikete Ra Aris? – Sikete Zgva Aris
ხარება მთიელი – სიკეთე რა არის? – სიკეთე ზღვა არის

Where Am I?

You are currently browsing the ხარება მთიელი category at leqsebi.