შიო მღვიმელი – შემოდგომა

October 1, 2013 § Leave a comment

დასევდიანდა ბუნება, 
ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, 
კაკალსა მოშრიალესა 
და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, 
მუხას ამაყად მდგომარეს, 
ზვიადსა, შეურყეველსა, 
მებრძოლსა ჭექა-ქუხილთან, 
ქარ-ბუქთან ღამის მთესველსა. 
აღარსად მოჩანს მერცხალი, 
ფრთამოცქრიალე, ფრთამალი, 
გარიჟრაჟ-განთიადისა 
მემოციქულე მამალი, 
დაღლილი მუშის მკურნალი, 
სევდიან გულის წამალი; 
მოუძებნია სხვა კუთხე, 
ჩვენგან შორს, ზამთრის სამალი… 
სხვა ფრინველებიც წავიდნენ 
იმავ გზით, იმავ კვალითა, 
აქ დაზრდილ-დაფრთიანებულ 
შვილებით – ბიჭებ-ქალითა, 
ბუნების წესთან მოხდილნი 
პირნათლად სრულის ვალითა… 
ბეღურა ჩიტებსღა ვხედავთ 
დანაღვლებულის თვალითა.
Shio Mgvimeli – Shemodgoma

Where Am I?

You are currently browsing the შიო მღვიმელი category at leqsebi.