რობერტ მესხი – იქნებ როგორა ვარ…

January 16, 2014 § Leave a comment

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე…
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
წუთებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით..

Robert Mesxi – Iqneb Rogora Var…

Where Am I?

You are currently browsing the რობერტ მესხი category at leqsebi.