რატი იმერლიშვილი – "რაღაც მორჩა და რაღაც დაიწყო"

January 14, 2014 § Leave a comment

რაღაც მორჩა და რაღაც დაიწყო
შენ უნდა ყველა გადამავიწყო

შენ შექმნა უნდა ჩემში სამყარო
და აღარასდროს გადამაყვარო

ცხოვრებაც ასე ფერებად ივლის
შენი თვალები ჟრუანტლად მივლის

მოგიძღვნი ლექსებს ნათენებ ღამეს
და დავთმობ შენთვის უამრავ რამეს

მოვივლით ერთად წვიმაში ქუჩებს
კოცნით აგიკლებ მაგ ლამაზ ტუჩებს

ვიქნებით ერთად დღისით და ღამით
ბედნიერები ვიქნებით ამით

ერთად გავყვებით ჩვენ ამ დინებას
თუ რათქმაუნდა ღმერთმა ინება

შენით დამჩემდა შვილზე ოცნება
როგორ მომწონხარ სულ მეკოცნება

რა მაგარია და რა ადვილი
როცა გრძნობები არის ნამდვილი

ლექსს რომ გიწერდი გული ღრმად ცემდა
თუმცა თვალები მაინც გამცემდა

მე ავირჩიე შენთან მყოფობა
და სიყვარულის ავადმყოფობა.

Rati Imerlishvili – Ragac Morcha Da Ragac Daiwyo

Where Am I?

You are currently browsing the რატი იმერლიშვილი category at leqsebi.