რატი ამაღლობელი – "მზე ამოვიდა!"

October 3, 2014 § Leave a comment

მზე ამოვიდა!
მზე, რომელიც ჩემშივე სახლობს,
მზე არა სადღაც მეცხრე ცაზე,
არამედ გულთან!
და მე მოვდივარ შენს ხელებთან,
რადგანაც მახსოვს,
რომ შენს ხელებში
უკეთესად ვფიქრობდი მუდამ’!

Rati Amaglobeli – Mze Amovida!
რატი ამაღლობელი – მზე ამოვიდა!

რატი ამაღლობელი – "მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი"

October 3, 2014 § Leave a comment

მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი,
და უიმედოდ გადავხედავ ჩემს თავს ზევიდან _
ის ისე არის ნაგვემი და მხრებჩამოყრილი,
როგორც ქალაქი უკანასკნელ შემოსევიდან.
დღე _ დღე არ არის, სანამ ცაზე მზე არ ამოვა,
არც ღამე ჰქვია _ უფრო დღეა ღამის საცვლებით. . .
აღმოსავლეთი ემსგავსება მდუღარ სამოვარს
და ცასაც შუბლი დაჰფარვია ოფლის მარცვლებით.
სიჩუმე მშვიდად გაწოლილა
გაკრულ ნაწერში
(მე ამ სიჩუმეს შევყურებ და ხელით ვეხები),
ისე ნებივრობს, როგორც დენდი რბილ სავარძელში
და მაგიდაზე ულაგია თითქოს ფეხები. . .

Rati Amaglobeli – Me Mivabijeb Mowyenili, Welshi Moxrili
რატი ამაღლობელი – მე მივაბიჯებ მოწყენილი, წელში მოხრილი

რატი ამაღლობელი – "გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ"

October 3, 2014 § Leave a comment

გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ –
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ – მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს –
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში – უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა – მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა – სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.

Rati Amaglobeli – Gishveb… Samyaro Didi Aris, Ki Ar Gashineb
რატი ამაღლობელი – გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ

რატი ამაღლობელი – სუბკონტროქტავა

July 10, 2014 § Leave a comment

საუბარი გამიბა
ღამით ფორტეპიანომ,
აწ ბგერები გამებად
გამეორდებიანო.
დო, რე, მი, ფა, ლა, მი, სოლ,
დო-ძიეზ, ლა, სოლ და სი –
მწევრად ვიქეც ლამისო
ტრისტან და იზოლდასი.
დო, რე, მი, რე, მი, რე, მი,
სი-ბემოლ, სი, მი, რე, ფა,
მნათობ მარბი ირემი
ირიბ მიმოირევა.
ფა, რე, სი, ფა, ლა, მი, სი –
ფარი პარსაფალისი
ალით მახვილნალესით
ბზინავს შუაღამის მზით.
კოსმოსიდან ჰანგები
როს მოზიდა განგებამ,
გულისხმათა გამგების
სმენა არ ითანგება.
არა მხოლოდ მუზისგან,
ყოველ კაცს რომ უზის მხრად,
აწ კოსმოსის პულსის ხმა
ხამს გაისმის მუსიკად.
სუნთქვა არის სწორედ რომ
დო, რე, მი, ფა,
დო, რე, დო!

Rati Amaglobeli – Subkontroqtava

რატი ამაღლობელი – "შენ, ჩემო კარგო"

July 2, 2014 § Leave a comment

შენ, ჩემო კარგო, … გქვია და
შენი სახელი ამეკვიატა.
სანამ პოეტის გვირგვინს ვპოვებდი
ათას რაიმეს მივედ-მოვედე,
ყოველთვის მსდევდა სევდა ფარული
და ვერ გამეგო რისი ბრალია.
სანამ არ მივხვდი, რომ სიყვარული
რა სადაა და რა უბრალოა.
შენ, ჩემი კარგო, … გქვია და
შენი სახელი ამეკვიატა.

Rati Amaglobeli – Shen Chemo Kargo

რატი ამაღლობელი – ლილითი

June 15, 2014 § Leave a comment

მე შენი ვნების მოგონება
მნაბავს და მვნებს,
როგორც სიმთვრალე გოგონებს.
მე შენი სახის გახსენება
მაბნევს და მკლავს,
ვცკოცნი სხვა ქალის სავსე
მკლავს.
შენ ისევ ჩემი გაოგნება
გნებავს და გწადს,
როცა ცას ველი საოცარს.

Rati Amaglobeli – Liliti
რატი ამაღლობელი – ლილითი 

რატი ამაღლობელი – მოვალ

January 15, 2014 § Leave a comment

მოვალ. თვალებში ჩახედვით დაგღლი
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ.
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

Rati Amaglobeli – Moval Tvalebshi Chaxedvit Daggli

რატი ამაღლობელი – "ღმერთო, მაპატიე აპათია"

January 14, 2014 § Leave a comment

ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია – მაპატიე…
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.

თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ…
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები

მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი

შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი…
უფალო მე კი არა – შენ იყავი.

Rati Amaglobeli – Gmerto Mapatie Apatia

რატი ამაღლობელი – "გიშვებ"

January 14, 2014 § Leave a comment

გიშვებ.. სამყარო დიდი არის, კი არ გაშინებ –
გიშვებ , რომ იშვე შენ ხელახლა ცის ქვეშ და მზის ქვეშ.
ხელს კი არ გიშვერ , გიშვებ – მეთქი, ღამის სიგიშრე
ტბები დამიშრა, ცრემლიც არ მაქვს –
უცრემლოდ გიშვებ

მიყვარხარ მთელი ამოსუნთქვით, ჩასუნთქვით, შიშველ
ტკივილით ძილში ,ღვიძილში და მე გიშვებ იმ შენ
ერთადერთ გზაზე , ვიწრო გზაზე და ეს კი ნიშნავს
რომ შენს საკუთარ სიღრმეში და წიაღში გიშვებ.

სახლში დაბრუნდა ღვთისმშობელი გოლოთის მერე,
ჯვარცმის საღამო მიიწურა და ალბათ ნივთებს
(რაზეც ნაკლებად საუბრობენ, ფიქრობენ , წერენ)
ადგილს უცვლიდა , ალაგებდა და წმენდდა იმ დღეს.

ათი მცნებით ვართ აკრძალულნი , ათი უძირო
უკიდეგანო უფსკრული წევს ჩვენს შორის შიშებს
ათასგვარს აღძრავს იგი ჩვენში – უღრმესს, უმძიმესს,
და ამიტომაც სხვა რა გზაა – მე სახლში გიშვებ

ბედნიერება ცრურწმენაა , ნუ ჩაეფლობი
ამ ძველ ჭაობში, ნუ კითხულობ მის მაცდურ ნიშნებს,
ეს მე კი არა – სიყვარულის შეუძლებლობა
თავის ვეება მოქნეული ფრთებიდან გიშვებს!

გფარავდეს თვითონ ღვთისმშობელი და ასეც იზამს
ჩემი ჩარევის , ხვეწნისა და თხოვნის გარეშე ,
სადმე შევხვდებით სიკვდილამდე ცხადში ან სიზმრად
და ჩავიხედავთ ერთმანეთის დამშრალ თვალებში.

Rati Amaglobeli – Gishveb

რატი ამაღლობელი – სინამდვილე

May 15, 2013 § Leave a comment

თითქოს ყველაფერი მითი არი,
თითქოს ყველაფერი ზღაპარია,
ადამიანები მიდიან და
მერე ყველაფერი სხვაგვარია.
იყო და არ არის დედაჩემი
მორჩა ბავშვობა და მიილია
გაქრა სიყვარული მე და შენი
სიცარიელეა . . .
უნდა იშოვნოო სამსახური!
ცოლიც მოიყვანო შესაფერი . . .
უნდა დაგემგვანოთ, ყველას გასახარად,
მქონდეს ხელფასი და მყავდეს მეზობელი.
სადაც გავიხედე -ყველგან სიკვდილია
და მე ცარიელი თვალები ვარ,
ამდენი არასდროს მიტირია
სიკვდილს ვყვარებივარ.
ცოცხლები რაღაცას ჯახირობენ
მკვდრები სიზმრებიდან მელანდება
არა არ არის ეს ჩემი ახირება-
უბრალოდ, სინამდვილე მენატრება. . .

Rati Amaglobeli – Sinamdvile

Where Am I?

You are currently browsing the რატი ამაღლობელი category at leqsebi.