ოტია იოსელიანი – წვიმს

June 7, 2013 § 1 Comment

წამოუბერა ზღვაურმა
ღრუბელი სევდას ცრის
მემუდარები: – გამიშვი!
მე თავს ვიმართლებ: – წვიმს!

ხელით გისწორებ სათუთად
ყელს მარგალიტის მძივს,
ისევ ჩურჩულებ: – წავალ, რა!
გარეთ გახედებ: -წვიმს!

ცალ თვალს ზეცისკენ ვაპარებ
ღრუბელს ვუღერებ მჯიღს;
– არ გადაიღო, იცოდე,
მეფე ვარ, სანამ წვიმს!

otia ioseliani-cvims

Where Am I?

You are currently browsing the ოტია იოსელიანი category at leqsebi.