ნუკრი ბერეთელი – წამოდი!

January 15, 2014 § Leave a comment

გავიფინე შენი თმები და
ავუყევი ბილიკს ოცნების.
ხევსურეთის კუშტი მთებიდან_
მზის სხივიც რომ ფრთხილად ცოცდება_
მოგწვდები.

მკლავები მაქვს მზემდე აწვდილი.
ნისლგამატეული მთა მიყვარს,
ცას რომ გადუმალავს არწივებს,
წინ რომ დაგიდგება: სა მიხოლ!
წაგიყვან.

წამოდი, რად გვინდა იაბო,
მზე ხელისგულიდან ამომდის.
არღუნის მონაყოლს გიამბობ,
სანამ დაგვამუნჯებს არდოტი…
რა მოგდის?!

წავიდეთ, ოცნების ბილიკი
მთას ოქროს ნაწნავად ჰკიდია.
პირიქით წავიდეთ! პირიქით…
ღრუბლებიც სულ იქით მიდიან.
წამოდი!

Nukri Bereteli – Wamodi!

ნუკრი ბერეთელი – მე შენ გიღალატებ ცოლთან

September 18, 2013 § Leave a comment

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მოვა ის უგულო ღამეც
და ეს ოცნებებიც ორთა,
ნერვებგადაყვლეფილ წამებს
უფრო გააზანტებს, რათა,
ვიგრძნო საუკუნო ზიზღი
თავის და სხვათა და სხვათა!
მიწყივ საკუთარის, მიწყივ…

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
გული უძღებია კაცის,
შენთან ყველაფერი მქონდა,
მქონდა დიდებაც და მარცხიც
გამოერეოდა ზოგჯერ…
მარცხს ვინ დაეძებდა – გწამდი!
ქისტის მარჯვენივით მოგჭერ
კუზად ამოზრდილი დარდი.

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
ვიღაც თაფლობისთვედ ვედრებს
მას, რაც შხამისფერად მორთავს
ჩვენი საძინებლის კედლებს.
და გულს უშენობა ნელა,
მშვიდად გამოუტანს წირვას:
ბნელა, შუადღითაც ბნელა!
მცივა, ზაფხულშიდაც მცივა!

შენ მე მიღალატებ ვეღარ
რადგან ერთგული ხარ ფიცის…
რადგან ვეღარავის ხედავ –
რადგაც აღარავინ იცი.
მე ვერ შეგიფერებ რადგან
აღარ შემიძლია დრამა,
ბრბოსაც ურჩევნია ფარსი!
ყალბი სიყვარულის დადგმა!!!

მე შენ გიღალატებ ცოლთან,
მაგრამ სიკვდილის წინ თუკი
ბოლო ნატვრის ნება მქონდა
და თუ ავაგლიჯე ლუქი
(შენც ხომ უჩემობა არ გსურს?)
ნატვრის ჩაჟანგებულ კარებს,
კვლავ შენს საპატრონო ამ სულს
შენივ გულის კოვზზე დავლევ!!!

Nukri Bereteli – Me Shen Gigalateb Coltan

Where Am I?

You are currently browsing the ნუკრი ბერეთელი category at leqsebi.