ნოდარ ადეიშვილი – "გაზაფხულია, რამე ინატრე"

March 7, 2014 § Leave a comment

გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ…

ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები…
აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.

Nodar Adeishvili – Gazafxulia, Rame Inatre

Where Am I?

You are currently browsing the ნოდარ ადეიშვილი category at leqsebi.