ნიკო გომელაური – "ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი"

March 30, 2014 § Leave a comment

ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი…
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
– ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?

Niko Gomelauri – Zogi Fiqrobs, Pirjvaria Mtavari

ნიკო გომელაური – მერე რა რო ზამთარია

March 30, 2014 § Leave a comment

მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძლის ხე…..
ბუხარი….
სითბო…..
ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია

Niko Gomelauri – Mere Ra Ro Zamtaria

ნიკო გომელაური – "მე ხასიათით ვგავარ არლეკინს"

March 30, 2014 § Leave a comment

მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,
სახით – პიეროს

და ვთხოვ ცხვორებას მართლაც გარეკილს –
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება – უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს,
სახით – პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს
– ღმერთმა შემარგოს!.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები,
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
– მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასიათით ვგავარ ფერიას,
სახით – ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელ იბერიას,
ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი.

Niko Gomelauri – Me Xasiatit Vgavar Arlekins

ნიკო გომელაური – "სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!"

March 30, 2014 § Leave a comment

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

Niko Gomelauri – Samshoblo Martlac Chemi Xatia

ნიკო გომელაური – "გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი"

March 30, 2014 § Leave a comment

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
– ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
– ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
– ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
– ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

Niko Gomelauri – Gushin Gavarda Xma, Rom Gavtavdi

ნიკო გომელაური – დედა

March 30, 2014 § Leave a comment

ვინ დამბადა ასე ფლიდი,
ასე წყნარი, ასე დიდი
ასე ცუდი, ასე კარგი
ვინ მასწავლა ასი დარგი
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლად ყველას
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს
ან იმ ღამეს ვინ გამათბობს
მე ჭაღარა რომ დამათოვს
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას
ვერც ავუხსნი როგორ მიყვარს
ვინ იქნება მუდამ ახლოს
მაშინაც კი შორს თუ სახლობს
ვინ იქნება, ვინ და დედა
თებერვალში დამებედა

Niko GOmelauri – Deda

ნიკო გომელაური – მე რომ წავალ

March 30, 2014 § Leave a comment

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას


Niko Gomelauri – Me Rom Waval

ნიკო გომელაური – "ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს"

March 30, 2014 § Leave a comment

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.

იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა…

Niko Gomelauri – Jojoxetshi Ibeveben Adgilebs

ნიკო გომელაური – "გადის ცხოვრება, გადის"

March 30, 2014 § Leave a comment

გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

Niko Gomelauri – Gadis Cxovreba, Gadis…

ნიკო გომელაური – 10 წამია რაც გაგიცანი

March 30, 2014 § Leave a comment

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე

Niko Gomelauri – 10 Wamia Rac Gagicani

Where Am I?

You are currently browsing the ნიკო გომელაური category at leqsebi.