მხურან მაჭავარიანი – ვარიაციები თემაზე „მცხეთა“

September 18, 2014 § Leave a comment

1
საქართველოა თბილისი თუმცა,
თუმცა კი არა…
რას ჰქვია „თუმცა!“
მაინც, რატომღაც
აქვს ეშხი სულ სხვა! –
საქართველოის
სადღეგრძელოს
მცხეთაში
თქმულსა.

წარსულის დიდის
არს ბუნდოვნად
აღმდგენი მკვდრეთით
მცხეთა!
უკუჰყრის წარსულს
მატარებლის
კივილი მკვეთრი –
ელდა!

2
ხმას ვახტანგისას
ინახავს სივრცე,
მიწა – ვახტანგის ცხედარს.
ცა არც ერთ ქლაქს
არ შვენის ისე,
ვითარცა
მცხეთას.

წარსული კარგი!
ძალიან დიდიც!
აუგი ვინ თქვა!
მაგრამ ერთს ვიტყვი,
პირდაპირ ვიტყვი:
გაწი-გამოწი! –
დღეს რაც ხარ! –
ის ხარ!

Muxran Machavariani – Variaciebi Temaze Mcxeta
მხურან მაჭავარიანი – ვარიაციები თემაზე მცხეთა

Where Am I?

You are currently browsing the მხურან მაჭავარიანი category at leqsebi.