მინდია გოგოჭური – "ჩამავირე თავქვედაიზედ"

October 8, 2014 § Leave a comment

ჩამავირე თავქვედაიზედ
მაგიტან ია ბღუჯით,
მთას თოვლი ალაგ-ალაგ წაჰკრავდა,
ცა ჰქონდა მეტად ლურჯი.
შამომხვდი თავში
ჩვენი სოფლისა,
(სოფლის – სამიოდ სახლით),
თამამ რაიმ ხარ ხევსურ ქალაი
მაგდგამს კისკისი ხმაში.
მიდიხარ – მაგყვებ,
გარბიხარ – არც სად,
არ გწადს გაქცევა, არა,
ხახაბოს ცასთან დაზრდილ იები
უნდა გაჩუქო ქალავ.

Mindia Gogochuri – Chamavire Tavqvedaized
მინდია გოგოჭური – ჩამავირე თავქვედაიზედ

Where Am I?

You are currently browsing the მინდია გოგოჭური category at leqsebi.