მელანო ზუკაკიშვილი – "ათრთოლებული სისხლითა და სულზე ჭრილობით"

September 10, 2014 § Leave a comment

ათრთოლებული სისხლითა და სულზე ჭრილობით,
მე სამარხიდან გასვლასა და ლოცვას ვცდილობდი.
ეს შემოდგომაც ჩემს ჯინაზე ადრე მოვიდა
და შეციებულ სხეულიდან გასვლა მომინდა.
   
გასვლა მომინდა გალაქტიკის ყველა გარსიდან,
მომინდა ყოფნა იმ მხარეში სადაც არ ცივა.
სადაც სიხარულს ვერ მომიკლავს მელანქოლია,
იქ თურმე ღამეს ოცნებების ფერი ჰქონია.

სივრცე სავსეა ჭრელ-ჭრელი და ფერადი ხალხით
მე კი ღმერთებო, სიმარტოვის ეტლებზე დამსვით.
ხმაურობს ღამე, უხარია ყველას ცხოვრება
და მე ვდუმდები, ქაოსური ბოდვა მომბეზრდა.

წუხელ სხეული შევაფარე ბებერ აკლდამას,
სისხლს კი ჩემს გულში დაშრობამდე წვეთიღა აკლდა.
ტკივილი ფრესკად ავაკარი რძისფერ მთვარეზე,
დადრი ფიქრებში აკორდებად სუნთქვით გავლექსე.

რა დროს ლექსია, დამსხვრეულა რწმენის კრისტალი
და ჩემი სულის კელაპტარი ბჟუტავს მიმქრალი.
შემომეხვია ცივ სხეულზე შიშის მანტია,
გულის ფიცარი სევდის ქარმა შემოამტვრია.

მე მეშინია მტვრით ავსილი ბნელი ქარების,
თუმცა ლექსების თეთრი ღეძით ცამდე ავედი.
ქედს არ მოვიხრი ამ მტანჯველი ყოფის წიმაშე,
არ დავეცემი და მიზნამდე მაინც მივაღწევ!

Melano Zukakishvili – Atrtolebuli Sisxlita Da Sulze Chrilobit
მელანო ზუკაკიშვილი – ათრთოლებული სისხლითა და სულზე ჭრილობით

მელანო ზუკაკიშვილი – "მინდა უბრალოდ მყავდე"

September 10, 2014 § Leave a comment

არ დაგპირდები არაფერს,
არ გეტყვი სიტყვებს ლამაზს.
უბრალოდ კოცნით აგავსებ,
ასე აგირევ თავგზას.

არ მოგიყვბეი მოგონილ,
ლამაზად ნათქვამ ამბებს.
უბრალოდ მოგეფერები,
ასე აგიყვან ცამდე.
   
არ გაიძულებ არაფერს,
ოცნებით წლებსაც გავლევ.
არ ვითხოვ რამე სასწაულს,
მინდა უბრალოდ მყავდე.

Melano Zukakishvili – Minda Ubralod Myavde
მელანო ზუკაკიშვილი – მინდა უბრალოდ მყავდე

მელანო ზუკაკიშვილი – ზეცა ქართული

September 10, 2014 § Leave a comment

ღიმილისფერი თვალები და გული გამთბარი,
ჩემს საქართველოს ვერ შემიცვლის უცხო მთა-ბარი.
ყელმოღერებით გადმოჰყურებს თბილისს მთაწმინდა
და ბებერ კლდეებს ვარძიასთან სითბო აწვიმდა.
შორიდან მიხმობს სამება და სვეტიცხოველი,
უცხო მხარეში ჩაკარგული ვეღარ მოვედი.
ქართველთ წმინდანნო, მომიტევეთ, ცოდვის შვილი ვარ.
გზააბნეული ნაცნობ კვალზე ვეღარ მივდივარ.
მე ამაყი ვარ, რადგან მქვია, შვილი ქართლისა,
დღეს მონატრების ცრემლები და სევდა არ გვინდა,
დღეს მე უბრალოდ შორიდან მსურს, რომ მოვეფერო.
ჩემი სამშობლოს ცად აზიდულ მთებს და ვუმღერო
ენას ქართლისას, გულს ქართლისას და რწმენას ქართულს,
მე ხომ ქართული ზეცის გარდა სხვა ზეცა არ მსურს.

Melano Zukakishvili – Zeca Qartuli
მელანო ზუკაკიშვილი – ზეცა ქართული

მელანო ზუკაკიშვილი – "შემოდგომისფერ ფოთლებს"

September 10, 2014 § Leave a comment

შემოდგომისფერ ფოთლებს
ააშრიალებს ქარი,
სიზმრად ვიხილავ მლოცველს,
ხატებს რომ ჰკოცნის ქალი.

მუხლ მოდრეკილი შესთხოვს
და შეავედრებს უფალს.
ცრემლებს შეიშრობს ერთობ,
სევდას განაგდებს უმალ.

თხოვნა ერთი აქვს საწყალს,
უფალს ავედრებს შვილებს.
მადლობას ეტყვის მრავალს,
გულში იმედსაც ივლებს.

მისი თხოვნა და ლოცვა,
ღმერთამდე ასვლას ბედავს.
მუდამ შვილებზე დარდობს,
ყველა ნამდვილი დედა.

Melano Zukakishvili – Shemodgomisfer Fotlebs
მელანო ზუკაკიშვილი – შემოდგომისფერ ფოთლებს

მელანო ზუკაკიშვილი – "კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება"

September 10, 2014 § Leave a comment

კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება.
ცუდშიც კი.
წვიმაში ხომ ჩანს ცისარტყელა.
თუმცა… წვიმა თვითონაც კარგია…
მთავარია იგრძნო.
ზოგი წვიმას კი არა მზესაც ვერ გრძნობს!
აუცილებელი არაა გაგათბოს მზემ, რომ იგრძნო.
გაგიკვირდებათ და… მე ღრუბელიც მიგრძვნია…
ვცადე სხვებისთვისაც დამენახებინა ის, რაც მე ვნახე…
მათ სიცილად არ ეყოთ…
ჩემთვის კი ის არ იყო მხოლოდ ღრუბელი.
მას შემდეგ არავის არაფერს ვუხსნი…
დაე დაინახონ ისე, როგორც მათ სურთ.
არის რაღაცეები რისი დანახვაც მხოლოდ შენ შეგიძლია.
რასაც სხვა ვერ დაინახავს და ვერ იგრძნობს….
ბოლო დროს ადამიანებს
გრძნობების ნაცვლად საცეცები აქვთ.
ასე კარგად ფათურობენ სხვის სულში.
რა იცით იქნებ სხვას უკეთ შეუძლია სულის შეცნობა,
სულში ჩაწვდომა,
მაგრამ სულაც არ აფათურებს იქ ხელებს…
”ვის ებრძვით?
არ გეშინიათ?”
ერთი თხოვნა მაქვს…. მე ნუ შემეხებით….
ხომ ხედავთ, არც კი გიმჩნევთ…
გუშინ ბევრი ვიფიქრე ადამიანთა სნეულებებზე…
რამდენი საშინელი დაავადება არსებობს.
მე კიდევ ერთი აღმოვაჩინე…
“მიმბაძველობა”
საშინელი სენია მიმბაძველობა.
როდესაც ადამიანს არ გააჩნია საკუთარი აზრი
და სხვის ნააზრევზე ცდილობს ცათამბჯენის აგებას…
ასეთ ნაგებობას საძირკველი არ აქვს…
ადრე თუ გვიან თავზე ჩამოგვემხობა.
გიფიქრიათ რომელ სიტყვას ამბობთ ყველაზე ხშირად?
მე – გამარჯობას და მადლობას…
მიყვარს ეს ორი სიტყვა.
ყველა გამარჯობა, გამარჯვების საწინდარია…
ყველა მადლობა – უფლის მიმართ მადლიერება.
რა მნიშვნელობა აქვს ვის ეუბნები…
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,
ვინც კარგი, თუ ცუდი განზრახვით,
ერთხელ მაინც შემოჭრილა ჩემს სივრცეში…
ისინი მე საზრდოს მაწვდიან ფიქრისა და გაზრდისათვის.
ეს მადლოლბაც მადლიერებაა უფლისადმი…
რადგან ყველა და ყველაფერი მისგან მოდის.
უფალია ჩემი ყველა განცდის,
ყველა ფიქრის,   
ყველა მოქმედების ანი და ჰოე…
გმადლობ, უფალო!

Melano Zukakishvili – Kargis Danaxva Yvelafershi Sheidzleba
მელანო ზუკაკიშვილი – “კარგის დანახვა ყველაფერში შეიძლება”

მელანო ზუკაკიშვილი – შიში შემოდგომისა

September 10, 2014 § Leave a comment

სულზე შემომაცვდა მარიამობის თვე,
გულში შემოდგომის შიშმა დაიბუდა.
წვიმავ, გევედრები დღესაც არ მოხვიდე,
სველი ღამეები სისხლად ამიდუღდა.

ვდგევარ თავდაყირა მტანჯველ ქაოსში და
მხოლოდ დუმილშია ახლა ჩემი შვება.
თუ კი უთქმელობით ნატვრა ამისრულდა,
ალბათ გაზაფხული ისევ დამიდგება.
   
ღამით ხელს ჩავკიდებთ მე და სიმარტოვე,
სულის სიმშვიდისთვის ფიქრში გავყუჩდებით.
სიბნელეში ყველა დარდი მიმატოვებს,
ხვალ კი ახლებური ძალით დავბრუნდები.

წავალ მივახატებ ცისფერ ჰორიზონტებს,
ჩემი ლექსებიდან ფერად ემოციებს.
ნატკენ იარებსაც უკან მოვიტოვებ,
მზის სხივს მოვიპარავ წვიმით შენაციებს.

ვივლი სამყაროში ისე ფეხაკრებით,
ჩემი სიმსუბუქის ნიავს შეშურდება.
როცა წარმატების მწვერვალს ვეპარებით,
მიწად დანარცხება მაშინ გვემუქრება.

თუ არ განგიცდია წამი დაცემისა,
სიტკბოს ვერ შეიგრძნობ ზეცად ამაღლების.
ღამეს გათენება თუ კვლავ არ ეღირსა,
თვეო მარიამის, შენც არ დამთავრდები.

ახლა სულ არ მხიბლავს სუსხი შემოდგომის,
სხეულს ტკივილისგან სისხლი გაჰყინვია.
სული დამეღალა ბეწვის ხიდზე დგომით
და წამს გადაასწრო გულის არითმიამ.

ვერა ვერ გავწირავ ის რაც ჩემი ხელით,
სისხლის თითო წვეთით ცამდე ამიგია.
ჩემი გულის სათქმელს ვერასდროს მიხვდებით,
ზოგჯერ ჩემი თავის მეც ვერ გამიგია.

მიყვარს სიმარტოვე, ფიქრი უსასრულო,
ლექსად ამოქარგვა სულის ტკივილების.
სულ პატარა მწყინს და ცოტა მიხარია,
მტერსაც ღიმილით და გულით მივიღებდი.

მზარავს სიყალბე და ხალხთა ორპირობა,
არ მსურს სიახლოვე ცრუთა სამყოფელთან.
ადამიანთა სულს თუ ვერ შევიცნობდი,
აბა მე მათ გვერდით რაღა მამყოფებდა.

სიტყვა გამიგრძელდა, დრო კი მიიწურა,
მარიამობის თვე წამებს გულზე მითვლის.
იმედს არ დავკარგავ, თუ კი მაინც წავა,
შემოდგომის დღეებს ბრძოლით გადავივლი.

Melano Zukakishvili – Shishi Shemodgomisa
მელანო ზუკაკიშვილი – შიში შემოდგომისა

მელანო ზუკაკიშვილი – წარსული მორჩა

September 10, 2014 § Leave a comment

მე და შენ ერთად ვნახავთ ვარსკვლავთა
ოქროსფერ ნატვრად ახდენილ მეჯლისს.
წარსული მორჩა, უკვე დამთავრდა
და წინ ახალი ცხოვრება გველის.
   
იმედს ნუ კარგავ, ღმერთი გვიმზადებს,
ყველა ოცნების ერთად ახდენას.
ვიცი ეს ღამე თეთრად ინათებს,
ჩვენი დარდი და სევდა მთავრდება.

ჩვენ ჩავაბარეთ ყველა გამოცდა,
გახსოვს? – ბოროტი სიკეთით ვცვალეთ.
გაგვწირეს? გვტკენდნენ? – მერე რა მოხდა,
ჩვენ თბილი სიტყვით ვუხდიდით ვალებს.

ღმერთი ხომ მაინც ხედავს ყველაფერს
და ის უბრუნებს ყველას საზღაურს.
კეთილს ბოროტის ენა ვერ ავნებს
და როგორც ელავს ისე აღარ ქუხს.

მე და შენ ვნახავთ ოქროსფერ მეჯლისს,
შევიგრძნობთ ყველა ნატვრის ახდენას.
უფალი ჩვენთან მოვა და გვეტყვის,
დღეს მზე ამოსვლას თქვენთვის გაბედავს.

Melano Zukakishvili – Warsuli Morcha
მელანო ზუკაკიშვილი – წარსული მორჩა

მელანო ზუკაკიშვილი – "მეასედ ვიკრებ ძალას კვდომილი"

September 10, 2014 § Leave a comment

სუნი ავარდა უმადურების,
ამპარტავნებამ დაისადგურა.
იმედის ჯარის ბოლო მარშალი
დღეს ნატყვიარი კვნესის აწყურთან.
   
მთავრდება ჩემი სიცოცხლის ჰიმნი,
ბედნიერებას სისხლში ახრჩობდნენ.
ახლაც არ ვიცი, თუ რისთვის ვიბრძვი,
წრფელი სიტყვისთვის ასჯერ ჩამქოლეს.

ასჯერ მესროლებს სიტყვით გესლი და
მეასედ ვიკრებ ძალას კვდომილი.
ყურს მაინც მხოლოდ ლოცვა ესმის და
კვლავ წამოვდგები ძირს დამხობილი.

ბრბო შეერია სატანურ მეჯლისს,
ადამიანებს მართავს თვით ეშმა.
იუდა ჩუმად ტყვიასაც მესვრის,
გადამარჩინა რამდენჯერ ღმერთმა.

ვგრძნობ აღარ მესმის ენა ამ ხალხის,
ერთს ამბობენ და ფიქრობენ სულ სხვას.
გული ატირდა დარდით – განა წვიმს,
სამყარო ჩემს სულს მუშტებსაც ურტყამს.

ნდობა მოვკალი ჩემი ხელებით,
უკვე ტკივილს და სევდასაც ვერ ვგრძნობ.
გაქცევა მინდა, ფრთებს ვერ ვერევი,
იმედად შენღა შემომრჩი, ღმერთო.

Melano Zukakishvili – Meased Vikreb Dzalas Kvdomili
მელანო ზუკაკიშვილი – მეასედ ვიკრებ ძალას კვდომილი

მელანო ზუკაკიშვილი – ნაგვის გემო

September 10, 2014 § Leave a comment

მე დავამთავრე ბრძოლაც და ომიც,
მე დავამთავრე სულის წვალება.
ვხედავ სამყარო საომრად მოდის
და მე ვიგემე გარდაცვალება.

მე ენაზე ვგრძნობ სულის სიკვდილის
და დამარცხების ამაზრზენ გემოს.
სისხლი ისე მდის ფეხის გულიდან,
თითქოს ეკლიან ტრამალზე მევლოს.

მე დავამთავრე სიკეთის ძებნა,
ჩემგან სიკეთის კეთებაც მორჩა.
მე დავამთავრე ვედრება ღმერთთან,
მათი მოსმენაც ვინც დღემდე მმოძღვრავს.

მე დავამთავრე წრფელი ღიმილი,
გზები მოვჭერი ჩემსკენ სავალი.
დამთავრდა ჩემი სულის კივილი,
ჩამოვიშორე ყველა მტარვალი.

მე გავიცანი ყველა თქვენგანის
სული და ხორცი სიღრმისეულად,
მაგრამ ზოგიერთს სული არ ჰქონდა
და სისხლი ღვარძლად ამომღვრეულა.

მე შევიგრძენი ქვეყნად ყოველი,
სიკეთე, სიბრძნე, თვით ბოროტებაც
და მე დღეიდან რკინის გულით ვარ,
სხეულში მიზის ქვის ქანდაკება.

გუშინ ვიყავი, თბილი და სათნო,
განა ურჩხული… ადამიანი…
ყველა თქვენგანით და ამ ცხოვრებით,
დღეს სამუდამოდ დავნაგვიანდი.

Melano Zukakishvili – Nagvis Gemo
მელანო ზუკაკიშვილი – ნაგვის გემო

მელანო ზუკაკიშვილი – "ვიცი რა რთულია ყოფნა ჩემს სივრცეში"

September 10, 2014 § Leave a comment

ზოგჯერ ისე მინდა რაღაც დავწერო, რომ
სისხლში ყველა წვეთი ერთდროულად მითრთის.
ზოგჯერ ისე მინდა გრძნობა ამოვხეთქო,
თითქოს ჩემი სული სიცოცხლისთვის იბრძვის.
   
რაღაც შემომიჩნდა, რაღაც უსაშველო,
რამაც დუმილი და ფიქრი შემაყვარა.
არ მოვკვდები, მაგრამ სულით დავობლდები,
შენ თუ მოინდომებ ჩემგან სხვა გზით წასვლას.

თუმცა გჯეროდეს, რომ სიტყვა საყვედურის
მე არ წამომცდება, ვფიცავ არასოდეს.
ვიცი რა რთულია ყოფნა ჩემს სივრცეში,
როცა ჩემს სხეულში ძვლებიც კამათობენ.

როცა ჩემში ყველა უჯრედი და წვეთი
იბრძვის სამყაროსთან უტყვი ამბოხებით.
ახლა მეც კი მიკვირს, შენ ხარ ანგელოზი
და ჩემს ჯოჯოხეთში როგორ წამოხვედი.

ვიცი რა მძიმე ვარ ყველა ჩემი ფიქრით
და რაოდენ რთული სისხლიდან ხორცამდე.
მაგრამ მე ხომ მხოლოდ სიკეთისკენ ვილტვი,
ნუ შეგეშინდება, გთხოვ გული მომანდე.

მე და შენ ძალა ვართ, რომელიც იმარჯვებს
ქვეყნად ყოველგვარ ბოროტებაზე.
გპირდები საოცარ სიყვარულს გასწავლი,
შენ მხოლოდ გწამდეს და ცხოვრება მომანდე.

Melano Zukakishvili – Vici Ra Rtulia Yofna Chems Sivrceshi
მელანო ზუკაკიშვილი – ვიცი რა რთულია ყოფნა ჩემს სივრცეში

Where Am I?

You are currently browsing the მელანო ზუკაკიშვილი category at leqsebi.