მარი კარიჭაშვილი – * * *

January 14, 2014 § Leave a comment

ყოველმა დღემ ჩვენ უნდა გაგვრწთვნას,
ჩვენი გონება მან უნდა გახსნას,
მაგრამ ამ დროის უკუღმართობას
დაუკითხავად მივყავართ სადღაც…
და სამწუხაროდ მივყვებით ჩვენც მას,
არ ვუფიქრდებით ახლო-მომავალს.
თვალებს არ ვახელთ,
გამოცდილებას კუთხეებს ვახევთ,
უიმედოს კი იმედს არ ვაძლევთ.
და ამ საქმეში გართულები იმას ვერ ვხვდებით,
რომ ჩვენს სახეზე იხატება მკვდარი თევზები
და საბრალონი დავნებდებით მდინარეს მიმავალს,
მკვდარი თევზები თან რომ მიაქვს და იქვე მიმარხავს!
ჰაჰ,სასაცილოა რომ ვიმარხებით
და ჩვენგან არ რჩება ქვეყნად არაფერი…
აქაც კი მართლაც თევზები გვჯობნიან მაშინ,
როცა ისინი საკუთარ სიმყრალეს ტოვებენ გზაში.
ჩვენი გვამები კი ცოტა ხანში,
სულმთლად გაქრება მკვდარ ხალხთა ზღვაში…!

Mari Karichashvili – Yovelma Dgem Chven Unda Gagvwrtvnas

Where Am I?

You are currently browsing the მარი კარიჭაშვილი category at leqsebi.