მანანა ჩიტიშვილი – თიბათვე

September 6, 2014 § Leave a comment

სოფლად ხურს თონე და ღუის ვარცლი,
პირბადრი ქალი გადივლის ბოგირს…
ერთი კვირაა მთას თიბავს კაცი _
დანატრებული დიაცის ლოგინს.
ღამით მჭკნარ ბალახს მოპოტნის მუჭი,
სურვილს და ვნებას ამძაფრებს მთვარე…
ყველა ღიღილო _ ნაზი და ლურჯი,
აგონებს ქალის ნამიან თვალებს.
მორჩა… ჩამოლევს ფერდობს ძუნძულით,
თავს მიჰხრის, სერზე გადივლის სანამ _
როგორც დიაცის სავსე ძუძუნი,
მინდორში თივის ზვინები ჩანან.

Manana Chithishvili – Tibatve
მანანა ჩიტიშვილი – თიბათვე

მანანა ჩიტიშვილი – გაზაფხული ქართლში

September 6, 2014 § Leave a comment

ეჩურჩულება ქარი ისლიანს,
მზე ნორჩ მურყანებს მოსავს ფერადით,
გაღმა სერებზე თეთრი ნისლია,
თუ ანგელოზებს დარჩათ პერანგი?!
აქ სულ სხვაგვარი შუქით ვინთები,
სხვა ძალით მხმობენ აქეთ მთები და
თბილად მიმზერენ ქართლის მინდვრები
ბალახის მწვანე წამწამებიდან.
ჩემი სიმდიდრე და საესავი
არც ის მთაა და არც ეს მურყანი, _
გზისპირს ქალი დგას ატმის ხესავით
და თბილ ხელებში ბავშვი უყვავის.

Manana Chitishvili – Gazafxuli Qartlshi
მანანა ჩიტიშვილი – გაზაფხული ქართლში

Where Am I?

You are currently browsing the მანანა ჩიტიშვილი category at leqsebi.