ლაშა ჩხაიძე – პოეზია

May 16, 2013 § Leave a comment

აკაციებს თეთრი კვირტი,

ფუტკარვით მოესია,
რატომ მიყვარს ყველა,მიკვირს
ვისაც უყვარს პოეზია.

საქართველო ტევრებიდან,
ანისი და ჰოესია,
მზე იცინის მტევნებიდან,
ღვინო უახლოესია.

ჩემი გული მგლოვიარე,
ადამის და ნოესია,
შენი სული მგრძნობიარე
მხოლოდ უსათნოესია.

მიხაროდა ჩემი ოდა,
ძველისძველი,პროზაული,
ღამით ზმანებები მქონდა,
თითქოს ვიყავ მოგზაური.

დავდიოდი ღრუბელ-ღრუბელ,
დევებს ვტყორცნე ჰოროლები,
ირეკლავდა გზისპირს გუბე,
ცას უსტვენდნენ ტოროლები.
ქართულ სიტყვას კვნესის ქნარი,
დამაშვრალს და მითებიანს,
პირჯვარს მსახავს ცივი ქარი,
ალბათ ღმერთის თითებია.

აკაციებს თეთრი კვირტი,
ფუტკარივით მოესია,
რატომ მიყვარს აღარ მიკვირს
ვისაც უყვარს პოეზია.

Lasha Chxaidze – Poezia

Where Am I?

You are currently browsing the ლაშა ჩხაიძე category at leqsebi.