კონსტანტინე გამსახურდია -"ჭოჭყი… ხავსი… ნარ-ეკალას"

October 2, 2014 § Leave a comment

ჭოჭყი… ხავსი… ნარ-ეკალას
ტბის ნაპირი დაუფარავს.
შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს!

ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,
ნაპირისკენ ვით გარბიან?!
ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,
ვინ ატოკებს ასე გვიან?!!

რა ხანია ქვიშის თოკით
ბებლმა ქარი რაც ალაგმა,
რა ხანია ნელის ტოკვით
მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!

ტბა შეირხა… ტბა აქაფდა,
გველი წივის… ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ჯადოს ათამაშებს.

ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,
ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!
საუკუნოდ იქცა წამი,
მაშინიან!.. მეშინიან!..

Konstantine Gamsaxurdia – Chochyi… Xavsi… Nar-Ekalas
კონსტანტინე გამსახურდია -ჭოჭყი… ხავსი… ნარ-ეკალას

კონსტანტინე გამსახურდია – დაუკარ სანჯი

July 10, 2014 § Leave a comment

ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის…
დაუკარ სანჯი…

თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი…

ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი…

ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი…

Konstantine Gamsaxurdia – Daukar Sanji

კონსტანტინე გამსახურდია – მარია სტელლა

April 3, 2014 § Leave a comment

შემოღამდება, გაივსება დისკო მთვარისა,
დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული
და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,
ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.

როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,
გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,
აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.

შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,
ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს
და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.

მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,
ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,
ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი
და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.
კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,
ვით ბრილიანტი…

დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა
და ტრიუმფები მოუნდებათ ისევ ცეზარებს,
ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.

დავეძებ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ – ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.

Konstantine Gamsaxurdia – Maria Stella

კონსტანტინე გამსახურდია – “ისლის სახლი”

January 15, 2014 § Leave a comment

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

Konstantine Gamsaxurdia – Islis Saxli

კონსტანტინე გამსახურდია – (რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული)

May 15, 2013 § Leave a comment

რად მგლოვიარობს შენი სული ღმერთდალეული,
ბადახშის ღაწვი ბნელის ჩრდილით ვინ შეგიმოსაი!
ვაგლახ, მთოვარე გველს უპყრია იჭვით სნეული,
მწუხარე ცრემლებს დაუსეტყვავს ბაღჩის მიმოზა.
როს მთვარე მკრთალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა ვით თვალი ნატვრის,
აჰ, რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდევ – პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!

შენს სასახლეში მგოსანს მხლებლად თუ ამიყვანდი,
ჩემ შორი-ახლოს ყოფნას თუ არ დაიზარებდი,
თან გსდევდი მუდამ, ვით შენივე ფერმკრთალი ლანდი.
შლეიფზე მაინც მრთოლვარ თჳთებს მოგაკარებდი.
როს მთვვარე მკრალობს, იბინდება ვარსკვლავთ კრებული,
გაძვირდა ჩემთვის შენი ნახვა, ვით თვალი ნატვრის,
აჰ რისთვის არ ხარ დედოფალი შენ სავიატრის,
მე კიდე – პაჟი, შენს აჩრდილზე შეყვარებული!..

Konstantine Gamsaxurdia – Rad Mgloviarobs Sheni suli Gmertdaleuli

კონსტანტინე გამსახურდია – ზღვის ფერი გაქ თვალები

April 8, 2012 § Leave a comment

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს…
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.



Konstantine Gamsaxurdia – Zgvis Feri Gaq Tvalebi
კონსტანტინე გამსახურდია – ზღვის ფერი გაქ თვალები

კონსტანტინე გამსახურდია – ტფილისური საღამო

April 6, 2012 § Leave a comment

ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.
სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.
ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.
დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, –
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი…
Konstantine Gamsaxurdia – Tfilisuri Sagamo

Where Am I?

You are currently browsing the კონსტანტინე გამსახურდია category at leqsebi.