ირაკლი ჩარკვიანი – მიქელანჯელო ანტონიონის

October 8, 2014 § Leave a comment

ვიღაცა გადმოხტა,
ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,
მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?
ქალაქი სდუმდა,
მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათ
და შავი ბოლი გაატარეს.

Irakli Charkviani – Miqelanjelo Antonionis
ირაკლი ჩარკვიანი – მიქელანჯელო ანტონიონის   

ირაკლი ჩარკვიანი – პოეტს

October 8, 2014 § Leave a comment

უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის…
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.

Irakli Charkviani – Poets
ირაკლი ჩარკვიანი – პოეტს

ირაკლი ჩარკვიანი – მჯერა

October 8, 2014 § Leave a comment

ისევ მარტო დავრჩი,
შენზე ფიქრით ვირთობ თავს,
მე ჩემ ოთახში ვზივარ,
რომელიც ციხის საკანს გავს.
მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,
ვიცი არ დაუთმობ მტერს,
შენ ქანდაკებს ჩემსას
ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,
მე მჯერა,შენი ნდობის,
მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.
და ცივ ლოგინში მომცემ
სიყვრულით დაღლილ ხელს.

Irakli Charkviani – Mjera
ირაკლი ჩარკვიანი – მჯერა

ირაკლი ჩარკვიანი – მეცხრამეტე

October 8, 2014 § Leave a comment

დღეს მეცხრამეტე თოვლია
და მეცხრამეტე ლექსი,
ჩემი წარსულის ტოლი ვარ,
გავდგი ცხრამეტი ფესვი.
სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,
დღესასწაული ცხრამეტი ლანდის
და ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანს
ეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.

Irakli Charkviani – Mecxramete
ირაკლი ჩარკვიანი – მეცხრამეტე

ირაკლი ჩარკვიანი – "დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი"

October 8, 2014 § Leave a comment

დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,
როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,
გარყვნილების და გაქრობის შიშში
გავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.

Irakli Charkviani – Drota Utyuar Sibrdzneshi Vishvi
ირაკლი ჩარკვიანი – დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი

ირაკლი ჩარკვიანი – "ნასახლარები ჩემი წარსულის, წალეკა წყალმა"

October 8, 2014 § Leave a comment

ნასახლარები ჩემი წარსულის, წალეკა წყალმა,
მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,
ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,
ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,
კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან მდგომი,
ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინდაემხო რომი.

Irakli Charkviani – Nasaxlarebi Chemi Warsulis, Waleka Wyalma
ირაკლი ჩარკვიანი – ნასახლარები ჩემი წარსულის, წალეკა წყალმა

ირაკლი ჩარკვიანი – "მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე"

October 8, 2014 § Leave a comment

მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდა,
ვინც საკუთარი შიშის ტუსაღია
და სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,
ივარცხნის თმას,
შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,
იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,
გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარული
შტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვება
და ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,
მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.

Irakli Charkviani – Me Ufro Meti Yvavili Mogiwyvite
ირაკლი ჩარკვიანი – მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე

ირაკლი ჩარკვიანი – აქ ხარ

October 8, 2014 § Leave a comment

ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ ჩემთან.

Irakli Charkviani – Aq Xar
ირაკლი ჩარკვიანი – აქ ხარ

ირაკლი ჩარკვიანი – საქართველო

October 8, 2014 § Leave a comment

მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,
მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს!

Irakli Charkviani – Saqartvelo
ირაკლი ჩარკვიანი – საქართველო

ირაკლი ჩარკვიანი – ერთი კოცნა

October 8, 2014 § Leave a comment

ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.

Irakli Charkviani – Erti Kocna
ირაკლი ჩარკვიანი – ერთი კოცნა

Where Am I?

You are currently browsing the ირაკლი ჩარკვიანი category at leqsebi.