თამარ ხარშილაძე – მომწყურდი ძვირფასო

October 3, 2014 § Leave a comment

მომწყურდი ძვირფასო,
მონატრებას ვეღარ ვერევი,
ნეტავ თუ მოხვალ, რომ მომხვიო თბილი ხელები,
მომწყურდი ისე,
როგორც დამშრალ ნიადაგს წვიმა,
როგორც კოცონი თოვლისაგან გაყინულ მცივანს,
როგორც სიცოცხლე მოსწყურდება უდროდ მომაკვდავს
ან გამწვანება ზამთრის მერე ბუნების წიაღს.
მომწყურდი კარგო,
უშენობა ძალზედ მაწვალებს,
მთვარე ხომ ვერ ძლებს უმიწაოდ, მუდამ თან დასდევს,
მეც ვერ გავძელი უშენოდ და გეძახი ისევ,
მინდა მუდმივად შენს გარშემო სინათლედ ვენთო.
მინდა მოგიძღვნა ეს სამყარო მზისფერ დღეებით,
ყოველი დილა დააგიფერო ნაირფერებით,
მინდა ყოველი შენი მძიმე წუთი ვიცოდე,
რომ გაგიფანტო ტკივილები ნაზი ფერებით.
მომწყურდი ტკბილო,
მენატრება შენთან თამაში,
მიალერსება და კისერში თბილი ამბორი,
ისევ გეძახი ვერ გავძელი უშენოდ მარტომ,
შემოგინახე სიყვარული ას წელს სამყოფი,
ხოდა მოდი და უდარდელად გრძნობები ვხარჯოთ,
მომწყურდი კარგო!

Tamar Xarshiladze – Momwyurdi Dzvirfaso
თამარ ხარშილაძე – მომწყურდი ძვირფასო

თამარ ხარშილაძე – თვალები

June 15, 2014 § Leave a comment

ისეთი ლამაზი თვალები გაქვს,
ისეთი თბილი და უძირო,
ისეთი ჭკვიანი გამოხედვა,
მინდა რომ დღედაღამ ვუცქირო.

ისეთი საამოა შენი მზერა,
ისე სათნოა და უმწიკვლო,
სასწაულებსაც კი დამაჯერებს,
სათქმელს გამაგონებს უსიტყვოდ.

ისეთი საოცარი თვალები გაკქვს,
ისეთი მდაბალი და უბიწო,
ისეთი სიყვარულით მომზირალი,
აბა როგორ გავძლო უმისოდ.

Tamar Xarshiladze – Tvalebi
თამარ ხარშილაძე – თვალები

Where Am I?

You are currently browsing the თამარ ხარშილაძე category at leqsebi.