თამაზ ჭილაძე – წარწერა წიგნზე

October 6, 2014 § Leave a comment

რა შემიძლია, რა უნდა მოგცე?
იქნებ ეს წყნარი,ლურჯი საღამო?
ან იქნებ ეს ზღვა,
ანდა ეს მთები?
ან იქნებ ეს გზა,
რომელიც სადღაც
მდინარესავით მიდის და მიდის…

რა შემიძლია, რა უნდა მოგცე?
ეს დღე?
ვარსკვლავი?
ქალაქი?
ქარი?

მე მოგცემ ჩემს ხმას,სუნთქვას და თვალებს,
სხვა არაფერი არა მაქვს მეტი.
მე მოგცემ ჩემს გულს,
თუკი შენს ხელებს
ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი.

მე მოგცემ ჩემს ფიქრს,
თუკი შენს სხეულს
არ დაღლის მძიმე, ვეება ფრთები.

Tamaz Chiladze – Warwera Wignze
თამაზ ჭილაძე – წარწერა წიგნზე

თამაზ ჭილაძე – როცა დადგება განკითხვის ჟამი…

December 30, 2012 § Leave a comment

როცა დადგება განკითხვის ჟამი
გაწყვეტილ გზების მეწამულ ბინდის
შემოიტანენ უფალთან ჯამით
ჩემს სულს და ცრემლებს
გულსა და სინდისს.
თუ მათქმევინა უფალმა სიტყვა
მე უფალს მხოლოდ მადლობას ვეტყვი
მადლობას რისთვის მიხდიო მკითხავს
გაკვირვებული დარჩება ღმერთი.
მადლობელი ვარ უფალო რადგან
არ მომაკელი ცეცხლი და კუპრი
ჩემით ვსწავლობდი ფრენას და ფართხალს
და არა მხოლოდ წყალობით უფლის.

მიყვარდა, მძულდა
სამშობლო მქონდა
თიხა ვიყავი მაგრამ ვმღეროდი
და წუთისოფლის ჭრიალა ბორბალს
კბილით ვათრევდი ცისკრის წვერომდი.
მადლობელი ვარ უფალო რადგან
მაჩუქე სიტყვა ბასრი და წრფელი
მეხვია მტერი და ყველა მათგანს
მაინც სიცოცხლე ერჩია ჩემი

Tamaz chiladze – Roca dadgeba gankitxvis jami

Where Am I?

You are currently browsing the თამაზ ჭილაძე category at leqsebi.