ზურა სალუქვაძე – ლოდინში დაკარგული

February 8, 2013 § Leave a comment

–  კარგად ვარ… შენ როგორ ხარ?
 იცი?…. მომენატრე,
–მეც შენთან ნიავს
 ვატანდი შენზე ნატვრებს,
–  ჩემთან დრო ძალიან
 ნელა მიდიოდა,
— მე კი უშენოდ
 გული მიმდიოდა.
–  სიზმარში გხედავდი…
 კოცნას ვერ ვბედავდი,
— შენ კი ცაზე ვარსკვლავების
 ფონად ელავდი,
–  რა ძნელი ყოფილა
 ცხოვრება უშენოდ,
— იცი?… მეც მომბეზრდა,
უთქმელად….. უენოდ!…..
–  მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
— მას შემდეგ არც მე არ
 ვყოფილვარ მხიარული,
–  როგორ მომენატრე
 ნეტა იცოდე,
— გახსოვს შენ ჩემი…
 სუნთქვა რომ გიწოდე?
– გახსოვს ვარდები…
 ეკლებში კრებული?
— მე მახსოვს თვალები…..
 შეყვარებული…..
–  მინდა ჩაგეხუტო,
 გულში მაკლიხარ,
—  შენ კი ჩემი სულის
 სამყაროს აკლიხარ.
– უშენოდ ცხოვრებამ
 აზრი დაკარგა….
— დამპირდი რომ აღარასდროს
 აღარ დამკარგავ….
–  მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
— მე უშენობას…
 ვეღარ გადავიტან!
– მთელი ცხოვრება,
სიყვარულს გპირდები,
— მე მთელი სიცოცხლე
 შენს გვერდით ვიქნები!
– როგორ მყვარებიხარ
 ღმერთო არ მჯერა….
— უნდა დავფიქრდეთ..
 ამჯერად….. ამჯერად….
  >>>>>>>>>>>………
– ბედი კი იცინოდა,
შორიდან დაგვცინოდა,
ჩვენთან სიყვარულის
ფიფქები არცვიოდა,
ნატვრა კი იქ რჩებოდა,
სადაც იწყებოდა,
ფანქრით დაწერილი
სიტყვები იშლებოდა!
მთელი დიალოგი,
თავზე ჩამოგვენგრა,
თურმე ყველაფერი
ყოფილა წარმოდგენა,
ფიქრი ოცნებების
თითქოს რეალური,
ბოლოში აღმოჩნდა
არარეალური…..
პირველი ნაბიჯი,
პირველი სიტყვა,
თითქოს გამოგვრჩა,
არცერთს არ გვითქვამს,
თითქოს სიამაყემ
წაიღო ფერება და…..,
ერთ სიტყვას შევწირეთ
ეს ბედნიერება!
ერთმანეთს ველოდით,
დიდხანს და უთქმელად,
შეხვედრას კი ვნატრობდით,
სულმოუთქმელად….
ორივე ველოდით,
სიტყვებს ….. ავ-კარგებს,
აი ამ ლოდინში კი
მთავარი დავკარგეთ …….

Zura Saluqvadze – Lodinshi dakarguli

ზურა სალუქვაძე – ქალი თეთრი კაბით

November 7, 2012 § Leave a comment

წვიმიან ქუჩაში ქალი ცეკვავდა,
წვეთებს რითმებად ეფერებოდა,
ხელებგაშლილი, მკერდმოღეღილი,
ღამეს თამამად ეალერსებოდა.
ის ტრიალებდა თავდავიწყებით,
ცეკვავდა მიწის ფეთქვის ბგერებზე,
ცამდე ადიოდა, ცამდე ცეკვავდა,
ცამდე იწეოდა თითისწვერებზე.
სრულ სიბნელეში სრულიად მარტო,
ის თავისსავე მუსიკას ქმნიდა,
მე კი ვიდექი და ვერც კი ვხვდებოდი,
წვიმა მეც მასთან ერთად რომ მცრიდა.
მას კი სიხალასე ….. თვალებში ჰქონდა,
ზეცას კი ორი ვარსკვლავი აკლდა,
ასეთი სილამაზის მე ჯერ არ მნახველს,
თავდავიწყებამდე აღარა მაკლდა…..
ქალი კი ცეკვავდა!!!…. ისევ ცეკვავდა!!!
იგი ბუნების ბგერებს შერწყმოდა,
მე კი ყურებში მისი მუსიკის,
წვიმის წვეთების რითმებიც მესმოდა.
მაგრამ მოიცა!!!…. ეს ის არ არის,
რად მეფიქრებოდა ნეტავ ამაზე?
რაღაცა აკლდა სრულყოფილებას,
რაღაცა აკლია ამ სილამაზეს!
თითქოს მოვიწყინე….. ქვაზე ჩამოვჯექი,
და ჩავიძირე მე ამ ამბებში,
თითქოს ყველაფერი გახდა უფერო,
თითქოს ყველაფერი გაქრა წამებში,
ფეხის თითებიდან თმის ბოლო ღერამდე,
ავათვალიერე… გული მომდიოდა,
ხოდა ვიპოვნე …. ღიმილის მაგივრად,
მას ტუჩებიდან… სევდა მოსდიოდა!
ლამაზი ტუჩები თითქოს დამჭკნარიყო,
სილამაზისთვის ამბობდნენ ვერაფერს,
სრულყოფილებას ვხედავდი მეგონა,
თურმე კი ღიმილი წყვეტდა ყველაფერს.
ღამე ოცნებებს უგულოდ ართმევდა,
გული სიბნელეში აღარ უთბებოდა
ქალი მკერდგაშლილი, ქალი უღიმილო
ტკივილს მხოლოდ წვიმის წვეთებს უყვებოდა..
მის ლამაზ სახეს კი საოცრად მდუღარე
მარგალიტისფრად დაჰკრავდა ელვები,
მე რომ მის ხალას თვალებზე წვიმის,  
მეგონა წვეთები…. ყოფილა ცრემლები….
ასე ვიჯექი დამუნჯებული,
ჩემი გონება ფიქრსაც ვერ ბედავდა,
წვიმიან ღამეში კი …. თავდავიწყებით,
ქალი თეთრი კაბით….. მარტო ცეკვავდა….

 Zura Saluqvadze – qali tetri kabit

ზურა სალუქვაძე – ერთი გოგო შემიყვარდა

November 7, 2012 § 3 Comments

“ღამე იყო მთვარიანი….
თოვლიანი…. ქარიანი….”
გაზაფხულის წვიმა იყო,
ვარდი იყო ადრიანი,
ირგვლივ ეკალ-ბარდიანი,
სიყვარულის ამბიანი,
შუაღამით კლდის ძირ სახლთან,
ღვინოს ვსვავდი…. დარდიანი
და იმ ღამით ვარსკვლავთცვენის
ოცნებები ამხდარიყო,
სიზმრად ვნახე ის ყვავილი,
თურმე ჩემი გამხდარიყო,
ვარდობისთვე დამდგარიყო
და ვარდებიჩ ყველგან იყო,
ბუხრის ძირას თბილი ფერფლი
სიყვარულით გამთბარიყო.
ცეცხლი ცეცხლში დამწვარიყო,
ალი კვამლში გამქრალიყო,
ერთი გოგო შემიყვარდა,
სად იყო და სად არ იყო.
აქ იყო თუ აქ არ იყო,
ჩემი ფიქრი მასთან იყო,
მთაში მისი სილამაზით
ყინულიც კი გამდნარიყო,
მზის სხივები ჩამქრალიყო,
მთვარის შუქიც გამქრალიყო,
ჩემთვის მსგავსი სილამაზე,
ქვეყანაზე არსად იყო.
ზღაპარ იყო…. ზღაპარ იყო….
მისი გულიც ზღაპარ იყო,
ერთი გოგო შემიყვარდა…..
სად იყო და….. სად არ იყო!

Zura Saluqvadze – Erti gogo shemiyvarda

Where Am I?

You are currently browsing the ზურა სალუქვაძე category at leqsebi.