ვახტანგ ნადარეიშვილი – "თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები"

July 10, 2014 § Leave a comment

თუნდაც ჩამიქრონ ყველა სანთლები,
შენი ღიმილი სანთლად მენთება,
მე შენს ღიმილში ღამეს ვათევდი,
თმებიც ამიტომ არ მითეთრდება…
შენს გვერდით მხოლოდ ერთსა ვფიქრობდი:
არ გავყოლოდი წლების სათვალავს,
წლები კი ისე სწრაფად მიჰქროდნენ, –
ვერ დავიბრუნე ტრფობით დამთვრალმა.

Vaxtang Nadareishvili – Tundac Chamiqron Yvela Santlebi

Where Am I?

You are currently browsing the ვახტანგ ნადარეიშვილი category at leqsebi.