ვახო კილასონია – "ჩუმად იყავი"

January 14, 2014 § Leave a comment

ჩუმად იყავი,
თვალები მეტყვის შენზე ყველაფერს.
ჩუმად იყავი,
ვხედავ ვარდები ემსგავსება თითქოს კელაპრებს.
ჩუმად იყავი,
თუნდაც სათქმელი გქნდეს ათასი,
ჩუმად იყავი,
რადგან ვერცხლია დღეს სიტყვის ფასი.
ჩუმად იყავი,
გაირინდება ოცნებებში ბებერი მუხა.
ჩუმად იყავი,
პოეტებსაც ამ დუმილში ეწვიათ მუზა.
ჩუმად იყავი,
სისულელეა სიტყვების თოვა.
ჩუმად იყავი,
თვით სიყვარულიც თავისით მოვა.

მოვა, ლექსივით ჩამოგიქროლებს,
ჟრუანტელივით დაგივლის თითქოს,
გზაში ერთი-ორს ამოიოხრებს,
მაგრამ ის გზაში ყოველთვის ფიქრობს:
ჩუმად იყავი,
თვალები მეტყვის შენზე ყველაფერს.
ჩუმად იყავი
გზებზე ვარდები ემსგავსება თითქოს კელაპტრებს

Vaxo Kilasonia – Chumad Iyavi

Where Am I?

You are currently browsing the ვახო კილასონია category at leqsebi.