ერეკლე ცოცანიძე – ზამთრის ცივ ღამეს

January 12, 2014 § 1 Comment

ზამთრის ცივ ღამეს მომენატრა შენი სხეული,
ის ხშირი სუნთქვა, ტუჩებს მკერდზე რომ ახელებდა,
ეგ ლერწმის ტანი, ნაბადივით შემოხვეული,
და სიგარეტი, ხანდახან რომ შეგვასვენებდა.

გაზაფხულდება კვლავ გაშლიან კვირტებს ვარდები,
მე შენი სუნი სიგიჟემდე მომენატრება,
შენს სილუეტს თუ დახატავენ სადღაც მხატვრები,
ეჭვი დამახრჩობს ან მხატვარი შემომაკვდება.

თითქოს აქა ხარ, შენს თითებს ვგრძნობ, უტკბილეს ტუჩებს,
ვხვდები ჩემთან ხარ, ყოველ წუთას, დღისით თუ ღამით,
ეგ სილამაზე რომ აღვწერო არ მყოფნის ნიჭი,
არ იწერება რასაც მე ვგრძნობ არც ერთი კალმით.

ან რა დავწერო, ვინ გაიგებს ეს თუ არ იგრძნო,
თუ არ მოსწყურდი, ვით ბედიუნს ანკარა წყარო,
რა ნეკნი ჰქონდა დალოცვილი იმ დიდ წინაპარს,
რომ გამოგძერწა, შენ რომ შეგქმნ უფალმა ქალო.

Erekle Cocanidze – Zamtris Civ Games
ერეკლე ცოცანიძე – ზამთრის ცივ ღამეს

Where Am I?

You are currently browsing the ერეკლე ცოცანიძე category at leqsebi.