ელენე ხუციშვილი – "სულ სხვა სამყარო ვიხილე მზეში"

April 15, 2014 § Leave a comment

სულ სხვა სამყარო ვიხილე მზეში,
სულ სხვა სიზმრების გზებით დავდივარ,
ვეღარ ჩამხედავ შემდეგ თვალებში,
თუ დრომ სხეული გაინაწილა…….

დარჩა წარსულში ბავშვური გრძნობა,
მაგრამ ის გული კვლავ ფეთქავს მკერდში,
თუ შემიყვარე-მაჩუქე ნდობა!
თუ გძულვარ,მაშინ,წადი…! რას მერჩი !…..

მე ვეღარ ვხატავ გიჟური სულით….
დაშრიტა ღამემ მუზა ხალასი,
თუ დამინახე გაღიმებული,
ღიმს უკან დარდი კვნესის ათასი……

დამთავრდა დროის დინება ჩემში,
დამთავრდა…. სივრცეს შევრჩი ეული…
გული ცხელია კვლავ სიყვარულით,
გაცივდა მხოლოდ მძიმე სხეული…..

Elene Xucishvili – Sul Sxva Samyaro Vixile Mzeshi

Where Am I?

You are currently browsing the ელენე ხუციშვილი category at leqsebi.