დავით ახლოური – რაც მოხდა,მოხდა

October 7, 2013 § Leave a comment

რაც იყო, იყო… რაც მოხდა, მოხდა…
გულში იღვრება დეკემბრის ჭავლი.
ვერ მივატოვე ტკივილი ოხრად
და კვლავ ვიხსენებ წარსულს და ჩავლილს.

არც რამეს ვნანობ, არც რამეს ვდარდობ,
სანანებელი რაა ბატონო?
დარჩენილიყო ტკივილი მარტო,
შემეცოდა და… დღეს მე ვპატრონობ.

dato axlouri-rac moxda moxda

დავით ახლოური – იშვა ევა

May 16, 2013 § Leave a comment

იშვა ევა,
შეუყვარდა ქალი ადამს,
იშვა ქალი და
ქვეყანა შეშლილია…
ახლა შენზე
ოცნებები კი არა და შენს ქუჩაზე
ჩავლისაც კი მეშინია…
ასე მითხრეს
-,,დამშვიდდეო, ის ხანია,”
რა იციან,
რას მპირდება
დრო და წლები…
მიხარია,
რომ გიპოვე მიხარია,
არ ვინანებ,
თუ ოცნებით შევიშლები..
არ ვინანებ შენს კოცნას და
შენს თბილ ალერსს,
რა ვქნა თუ კი
არ ამცდება შეჩვენება…
მგონია, რომ
სიყვარული ამიკრძალეს,
მიყვარხარ და
არ ვიცი რა მეშველება…

Davit Axlouri – Ishva Eva

Where Am I?

You are currently browsing the დავით ახლოური category at leqsebi.