გიორგი ხალაძე – რომ ვსუნთქავ, წუხდებით?..

August 27, 2013 § Leave a comment

სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა.
წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა
ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა
როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამად გრძელდებოდა,

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო
დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო.
ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო
ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო.

არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო
არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო
მართალს ვამბობდი და ამან რა იცისო.

სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა
თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა
გვერდს რომ აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.

ჯერ ყვავილს დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი
რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი.
ლექსებს გიწერდი და მგონი ვერ არიო
გამომივიდაო ესეც მწერალიო.

შველა მინდოდა და არავინ მშველოდა
მეტირებოდა და სულ ყველა მღეროდა
შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო
გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.

რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო
სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო
ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო
რომ ვსუნთქავ წუხდებით მაინც რომ ვიკითხო…

Giorgi Xaladze – Rom Vsuntqav, Wuxdebit?…
გიორგი ხალაძე – რომ ვსუნთქავ, წუხდებით?..

გიორგი ხალაძე – იცი სადამდე ვიცოცხლებ?

May 16, 2013 § Leave a comment

იცი სადამდე ვიცოცხლებ?
სანამ მოვკვდები…
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები
გზას გავუყვები სულ ბოლო,
განაპირამდე
თვალსაც გავუწვდენ ზღვის ნაპირს,
სხვანაპირამდე.

სანამ არ მოხვალ დაგიცდი,
ჩემს მონატრებას გადაგდებ.
დაგელოდები ყოველთვის…
იცი საიდან სადამდეე?
სანამ ცოცხალი ვიქნები
ახლა ხომ ხვდები?
იცი სადამდე ვიცოცხლეებ?
სანამ მოვკვდები…

იცი ზამთარში სიცივეს
სულაც არცივა,
ფოთლების ნაცვლად ხისტოტებს
თოვლი დაცვივა.
რალამაზია არიცი
ფოთოლთა თოვლი.
ყინვა ზამთარში მედა შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი.

გინდაა? ჩემს წუთებს გაჩუქებ
ოღონდ გამენდე..
დღეს შევცვლი ღამის მაგივრად
ყველა ღამემდე..
ფიქრს არ მივუშვებ არასდროს
ბურუს, ნისლამდე.
წინ წასულს ადრე დაგხვდები,
შენს იქ მისვლამდე.

თუგინდა ჩემს გულს დაგითმობ,
ვითომ ჩემს კუთვნილს.
არცკი მრცხვენია რას ვამბობ
ეს შენ გეკუთვნის.
იებს დაგიკრეფ თავდახრილს
ლურჯთვალა იებს,
ვარსკვლავს მოგიწყვეტ ზეციდან
ცა მაპატიებს.

თუკი მოვკვდები რას ვიზავ?
მგონი ვერაფერს.
ან ცისარტყელის გაჩუქებ
თითქმის ყველაფერს,
ან წვიმად მოვალ მიწაზე,
შევუერთდები მდინარეს
ან ღამით მოვალ სიზმარში
გულში ჩაგიკრავ მძინარეს.

მაგრამ მე მაინც ვიცოცხლებ,
სანამ მოვკვდები.
ავად მანამდე ვიქნები,
სანამ მოვრჩები.
გზას გავუყვები სულ ბოლო
განაპირამდე.
თვალსაც გავაწვდენ ზღვის ნაპირს
სხვანაპირამდე..

Giorgi Xaladze – Ici Sadamde Vicocxleb?

Where Am I?

You are currently browsing the გიორგი ხალაძე category at leqsebi.