ბაკურ სვანიძე – "მე მოვალ შენთან!"

October 8, 2014 § Leave a comment

მე მოვალ შენთან! –
ბანალური არის სიტყვები…
ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ჩვენი განწყობა…
არაფერს გეტყვი,
შენ ყველაფერს ისეც მიხვდები –
წასვლისას ყველა გულნატკენიც ასე ამბობდა…
.
დამელოდები? –
არც ეს კითხვა არის ახალი
და უფრო ხშირად
პასუხია – თავის დაქნევა…
ისიც იცი, რომ არაფერი აღარ მახარებს
და მხოლოდ ძველი სურვილია –
კვლავ გადარევა!

.
რითმებიც ძველი –
მაგ ცრემლების ტბებმა დატბორა
გემი, რომელიც ტრფობის ზღვაში დიდხანს ვატარე…
და ალბათ ფიქრობ –
რა იქნება ის მეტაფორა
ჩემს მოსვლას ახლა, ბოლო სტროფში რომ შევადარებ…
.
დაგელოდები! –
თავის ქნევით მპასუხობ რახან
და წამწამებიც სინანულის ფერით მორთულან…
მე მოვალ შენთან!
როგორც…
თოვლი მოვიდა შარშან!
შარშან კი…
თოვლი…
როგორც მახსოვს…
სულ არ მოსულა…

Bakur Svanidze – Me Moval Shentan
ბაკურ სვანიძე – მე მოვალ შენთან!

September 25, 2009 § Leave a comment

  1. მარტი

Where Am I?

You are currently browsing the ბაკურ სვანიძე category at leqsebi.