ანა კალანდაძე – "ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს"

October 2, 2014 § Leave a comment

ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიმშვიდეს ვთხოვდი.
ის იდგა ჩემს წინ – მონუსხული
ვეფხვივით თრთოდა.
ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს
სიხარულს ვთხოვდი…
ხელს მილოკავდა და თვალებით
იმასვე მთხოვდა!.

Ana Kalandadze – Zgvas Alersians, Mobubunes
ანა კალანდაძე – ზღვას ალერსიანს, მობუბუნეს

ანა კალანდაძე – "დიდება შენდა მეუფეო"

July 1, 2014 § Leave a comment

დიდება შენდა მეუფეო,
შენდა დიდება:
უცხო ნათელი მოევლება
ამ შებინდებას,
იშლება ირგვლივ ზამთრის სუსხი
ჭრელ-ჭრელ მინდვრებად

და უცხო ნათელს
სული პეპლებრ
გაეკიდება.

Ana Kalandadze – Dideba Shenda Meufeo

ანა კალანდაძე – ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა

April 3, 2014 § Leave a comment

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
წამო ჩემთან!
უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა! –
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა…
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა..

Ana Kalandadze – Brols Moamsxvrevs Tetraxeva

ანა კალანდაძე – "როგორ ხარ? – ჩუმად იკითხე"

March 11, 2014 § Leave a comment

როგორ ხარ? – ჩუმად იკითხე
(ძველი ნაღველი გშთენია…)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია…
– რა მიშავს? – თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც… არაგვს მიაქვს ყოველი!

Ana Kalandadze – Rogor Xar? – Chumad Ikitxe
ანა კალანდაძე – როგორ ხარ? – ჩუმად იკითხე

ანა კალანდაძე – "ვაჟაო, დილის მზის სხივო"

January 15, 2014 § Leave a comment

ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და… გამეხარდები!

Ana Kalandadze – Vajao, Dilis Mzis Sxivo

ანა კალანდაძე – "როცა ნამიან ველზე გავივლი"

January 15, 2014 § Leave a comment

როცა ნამიან ველზე გავივლი
ნამი ბალღივით მართობს,მახარებს…
ქარო მოიტა ატმის ყვავილი,
ქარო,ფოთლებიც შემომაყარე…

როგორც გიჟი,ო როგორც გიჟი,
თმააწეწილი მოლი ხარხარებს…
ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით
და ხელუკუღმა შეშომაყარეს…

და მეც გავგიჟდი… ო მე კი არა,
გული ხარხარებს, გული ხარხარებს…
და შენ,ქუჩაში რომ გაიარო,
ფოთლები წაღმა შემომაყარე.

Ana Kalandadze – Roca Namian Velze Gavivli

September 23, 2009 § Leave a comment

  1. აჰა, მაცდური აქაც შემომყვა
  2. აჰა, განქარდა
  3. ასპინძას მიდის მეფე ერეკლე
  4. ასე თუ ჩურჩულებს
  5. არ კვნესის,არ მოთქვამს
  6. ამ სოფლის იქით სხვა სოფელია…
  7. ასეთი დარი თუ იყო მაშინ?
  8. არაბი ხარ?
  9. აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა
  10. ბრწყინავენ ბორბოლიჭყები
  11. ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა
  12. ბაღში ისევ
  13. ბოშა ქალი
  14. ბროწეულები
  15. გაზაფხულზე
  16. ვარსკვლავი ბრწყინავს
  17. ვერ წაიღეს, ვერა!
  18. ვაი, სიწმინდეს შელახულს დიდად
  19. თათრის გოგონავ
  20. იყალთოში
  21. ლამის სახლში შემოიჭრას თუთა
  22. ლაჰილზე ისევ
  23. მე ლამაზი მეგობარი მყავდა
  24. მე გადმოვკიდე
  25. მოდიოდა ნინო მთებით
  26. მრავალჟამიერ
  27. რომ ავყოლოდი გულისთქმას
  28. სასაფლაოზე ქარი დაძრწის
  29. საქართველოო ლამაზო
  30. წვიმით ჩარეცხილ ძველ კედლებს
  31. შემოდიოდა ჩვენში კალანდა
  32. ხატთან ანთია სანთელი ორი

Where Am I?

You are currently browsing the ანა კალანდაძე category at leqsebi.