ალექსანდრე ყაზბეგი – "კარგის მოქმედი არ ჰყვირის, ნახეთ რა ვქენი ესაო"

October 4, 2014 § Leave a comment

კარგის მოქმედი არ ჰყვირის, ნახეთ რა ვქენი ესაო.
სადაც კი შეხვდა ნიადაგს ჩუმად ხნა, ჩუმად სთესაო.
ვისაც კი ცეცხლი დასჭირდა, ჩუმადვე დაუკვესაო,
და მხოლოდ ზეცას ესმოდა მშრომელი კაცის კვნესაო.

გულდამპალს ზეცა რომ მისცეთ, ედემი საცხოვრებლადა,
ძალა და ღონე, ქონება, სამოთხე – სატკბუნებლადა,
მაინც იცხოვრებს ბოროტად და კაცის დამღონებელად;
არ სწუხს თუ მისი სახელი, დარჩება საგინებელად.

Aleqsandre Yazbegi – Kargis Moqmedi Ar Hyviris, Naxet Ra Vqeni Esao
ალექსანდრე ყაზბეგი – კარგის მოქმედი არ ჰყვირის, ნახეთ რა ვქენი ესაო

ალექსანდრე ყაზბეგი – გულგატეხილები

July 2, 2014 § Leave a comment

ძმანო! მითხარით რამ დაგაღონათ?
ნუთუ დაჰკარგეთ სრილად რწმუნება?
ნუთუ არ გჯერათ, რომ კვლავაც კიდე
გამოიცვლება მკაცრი ბუნება?
ნუთუ არ გჯერათ, რომ ის მამული,
რომელიც ზრდიდა წარსულს გმირებსა,
კვლავაც შეიძლებს შვილების აღზრდას
და მათ ლომ-გმირათ მკერდის გადაშლას?
ნუთუ არ გჯერათ, რომ ხალხის გული
ერთხელ ნაწრთობი კაჟადა ხდება,
და მათნი შვილნი, მათი რძით ზრდილნი,
ერთის შემთხვევით რომ ვერ წახდება?
ნუ დამიღონდით, რაც რომ არ არის,
აწ ეხლა ამ ჩვენს სამშობლოშია,
კვლავაც ვიხილავთ აზურმუხტებულს,
მთლად ქვეყანისას ედემის კუნჭულს,
აჰყვავებულსა მასთან კაჟად ქმნილს,
და კაჟად ვიგრძნობთ ქართველისა გულს.

Aleqsandre Yazbegi – Gulgatexilebi

Where Am I?

You are currently browsing the ალექსანდრე ყაზბეგი category at leqsebi.