მუხრან მაჭავარიანი – "ვით, ვით არ უნდა"

October 26, 2014 § Leave a comment

ვით, ვით არ უნდა
ირწმუნო ჭრი!
ვით უნდა მიხვდე:
ვინ არის სწორი! –
ერთმანეთს როცა,
ვით ყურსა ყური,
ჰგავს ფიცი მართლის
და ფიცი მტყუვნის.

Muxran Machavariani – Vit, Vit Ar Unda
მუხრან მაჭავარიანი – ვით, ვით არ უნდა

მუხრან მაჭავარიანი – "დღეს ვინც არი და ვინც აღარ არი"

October 26, 2014 § Leave a comment

დღეს ვინც არი და ვინც აღარ არი, –
ვიძენ რაკიღა ბევრ რამეს მათგან;
ჯერ ვინც არი და ჯერ ვინც არ არი, –
შევძენ რაიმეს მეც იმათ ალბათ.

Muxran Machavariani – Dges Vinc Ari Da Vinc Agar Ari
მუხრან მაჭავარიანი – დღეს ვინც არი და ვინც აღარ არი

მუხრან მაჭავარიანი – "რა ვუყო ამ ხალხს?!"

October 26, 2014 § Leave a comment

რა ვუყო ამ ხალხს?! –
რა ვუყო ამ ხალხს?! –
შევაგნებინო როგორ და რითი?! –
ადამიანის თუმც მაზის დამღა, –
იესო ქრისტე ვარ ჭეშმარიტი!

– რა უნდა უყო! –
თვითონ იესო! –
ხალხი იძახის: –
ჭკუით იცნესო!

Muxran Machavariani – Ra Vuyo Am Xalxs?!
მუხრან მაჭავარიანი – რა ვუყო ამ ხალხს?!

მუხრან მაჭავარიანი – "ხმას ამოიღებ – ვაია"

October 26, 2014 § Leave a comment

ხმას ამოიღებ –
ვაია!
ჩუმად იქნები –
უი!
ვინც ლაპარაკობს, –
ხომ სტყუის!
ვინც სდუმს, –
ის უფრო სტყუის!

Muxran Machavariani – Xmas Amoigeb – Vaia
მუხრან მაჭავარიანი – ხმას ამოიღებ – ვაია

მუხრან მაჭავარიანი – როდემდე?!

October 26, 2014 § Leave a comment

როდემდე უნდა დავიბანო პირი ყოველდღე?!
ყოველ საღამოს დავწვე ხოლმე უნდა როდემდე?!
მეჭიროს უნდა ყველაფერზე როდემდე თვალი?!
ანდა როდემდე უნდა მქონდეს იმედი – ხვალის?!
როდემდე?!

Muxran Machavariani – Rodemde?!
მუხრან მაჭავარიანი – როდემდე?!

მუხრან მაჭავარიანი – "გიმზერ"

October 26, 2014 § Leave a comment

გიმზერ,
ვითარცა უმზერენ შორეთს,
ვფიქრობ:
ხარ ჩემთვის რამხელა დარდი! –
კიდევ კარგი, რომ არ იცი, თორემ –
ასეთ სიმძიმეს
ვერ აიტანდი.

Muxran Machavariani – Gimzer
მუხრან მაჭავარიანი – გიმზერ

მუხრან მაჭავარიანი – "გამოვა რამე? თუ არ გამოვა?!"

October 26, 2014 § Leave a comment

გამოვა რამე, თუ არ გამოვა?!
რისგან გამოვა და რა გამოვა?!
მზე არ ამოვა, თუ მზე ამოვა?
განთიადია, თუ საღამოა?!
განთიადია, თუ საღამოა –
ვაი-ვაგლახი ამის გამოა.

Muxran Machavariani – Gamova Rame, Tu Ar Gamova?!
მუხრან მაჭავარიანი – გამოვა რამე? თუ არ გამოვა?!

მუხრან მაჭავარიანი – "ცაა დაწინწკლული კუდმაკრატელათი"

October 26, 2014 § Leave a comment

ცაა დაწინწკლული კუდმაკრატელათი,
მოლოდინს უსაზღვროს განაგრძობს გელათი…
მერცხალმა ბოლოთი,
ვითარცა მაკრატლით,
ეტივით მიმოსხლა ციაგნი ბაგრატის.

Muxran Machavariani – Caa Dawinwkluli Kudmakratelati
მუხრან მაჭავარიანი – ცაა დაწინწკლული კუდმაკრატელათი

მუხრან მაჭავარიანი – "რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან"

October 26, 2014 § Leave a comment

რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან,
რაც მე არ ვიცი,
რაც, შენს გარდა, იციან სხვებმა,
რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან, –
იგი მგვრის, ალბათ,
უმიზეზოს ხანდახან სევდას.

Muxran Machavariani – Rac Chemamdea Chadenili Uchemod Shengan
მუხრან მაჭავარიანი – რაც ჩემამდეა ჩადენილი უჩემოდ შენგან

მუხრან მაჭავარიანი – ფიქრი რატომღა ნეტა ამდენი?!

October 26, 2014 § Leave a comment

ფიქრი რატომღა ნეტა ამდენი?!
ნატვრა რატომღა ესოდენ უხვი?!
გუშინდელივით –
დღე დღევანდელი –
ხვალ სანატრელი გახდება თუკი!

Muxran Machavariani – Fiqri Ratomga Neta Amdeni?!
მუხრან მაჭავარიანი – ფიქრი რატომღა ნეტა ამდენი?!

Where Am I?

You are currently viewing the archives for October, 2014 at leqsebi.