ოთარ ჭილაძე – "ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს"

September 26, 2014 § Leave a comment

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

Otar Chiladze – Vidre Xar… Vidre Gatovs Da Gawvims

ოთარ ჭილაძე – ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს

ოთარ ჭილაძე – "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც"

September 26, 2014 § Leave a comment

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

Otar Chiladze – Shena Xar Chemi Jildoc, Sasjelic

ოთარ ჭილაძე – შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც

ოთარ ჭილაძე – "წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე"

September 26, 2014 § Leave a comment

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება-დარჩა ამბავი….
და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.

Otar Chiladze – Wvimac Asea: Mtvrian Totebzeოთარ ჭილაძე – წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე

ოთარ ჭილაძე – "ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ"

September 26, 2014 § Leave a comment

ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქმდე თითქოს არ არსებული.

მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში….
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ-რატომღა დარჩი.

Otar Chiladze – Xeebs Fotlebi Dascvivda Isev
ოთარ ჭილაძე – ხეებს ფოთლები დასცვივდა ისევ

ოთარ ჭილაძე – შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად

September 26, 2014 § Leave a comment

შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად:
უცებ გადაწყდა ფოთლების საქმე
და მხოლოდ ერთი, ყველაზე სუსტი,
ხელისგულივით აწვება სარკმელს.

მოცოცავს ლურჯი ასფალტის ხავსი.
შიშვლდსება ქუჩა და სახეს კარგავს,
და გაქვავებულ მდინარის მსგავსად,
ყველაზე უფრო თავის თავს არ ჰგავს.

გაქვავებული მდინარის მსგავსი,
სილის ქვეყანას ვეღარ მიათრევს
და ლაქებივით არტყია ტანზე,
რაც მორჩენიათ სახლებს სინათლე.

Otar Chiladze – Sharshanac Ase Daiwyo Zustad
ოთარ ჭილაძე – შარშანაც ასე დაიწყო ზუსტად

ოთარ ჭილაძე – "გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას"

September 26, 2014 § Leave a comment

გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას,
ვიხევდი ყელს და ვიგლეჯდი ენას
თითქოს ღმერთისგან ვითხოვდი შველას
და თითქოს ღმერთიც მისმენა მაღლით.

გაგვარჩევინე ცუდი და კარგი
თეთრი და შავი, ქვენა და ზენა,
აღმა და დაღმა, ხროვა და ხალხი
ღმერთო აჩუქე ქვეყანას სმენა

Otar Chiladze – Gedzaxdi, Titqos Vedzaxdi Yvelas

ოთარ ჭილაძე – გეძახდი, თითქოს ვეძახდი ყველას

ოთარ ჭილაძე – "ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები"

September 26, 2014 § Leave a comment

ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები,
რომ მიტევებაც არის სასჯელი,
ტანჯვაც შვებაა და ღმერთის ნებით,
განვლილი ბევრად სჭარბობს დარჩენილს!

ეს ის ჟამია, როდესაც გინდა
დაჯდე, დაწერო ბოლო წერილი,
თუმცა სასწაულს კვლავ ელი ციდან
და განვლილს ბევრად სჯობს დარჩენილი!

Otar Chiladze – Es Is Jamia, Rodesac Xvdebi

ოთარ ჭილაძე – ეს ის ჟამია, როდესაც ხვდები

ოთარ ჭილაძე – "მზად ვარ გისმინო და გემსახურო"

September 26, 2014 § Leave a comment

მზად ვარ გისმინო და გემსახურო.
ქარში იშლება დეკემბრის თოვლი
და მღერის შენი მძიმე საყურე,
გაბრუებული დეკემბრის თოვლით.

მე ალბათ დიდხანს მექნება ვალი,
მაგრამ ვიქნები სულ მხიარული.
ეს გაუმარჯოს შენს ეშმაკ თვალებს
და სარკეებში ნასწავლ სიარულს

სარკმელში ისევ თოვლი ირევა
და ყვება თავის უბრალო ამბავს.
და სკამზე, როგორც ნანადირევი,
კიდია შენი ლამაზი კაბა.

Otar Chiladze – Mzad Var Gismino Da Gemsaxuro
ოთარ ჭილაძე – მზად ვარ გისმინო და გემსახურო

ხარება მთიელი – მტკივა იარები

September 26, 2014 § Leave a comment

გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ჩემო დატანჯულო გულო…
ვხედავ შეგძლებია რწმენა.

არა,აღარ მინდა ცოდვა,
აღარც დაწყევლილი ფული,
გულზე მე ტაძრები მეწვის
ღმერთო! შემიბერე სული.

რწმენა დაიკარგა,გაქრა,
გახმა წინაპართა ფესვი,
ძმა-ძმას ომში იწვევს მტრულად,
ტყვიას უმოწყალოდ ესვრის.

ჩონგურს გასწყვეტია სიმი!
ტირის ქართლის დედა ჩუმად!
ქულა დაუწერეს ეშმაკს
რწმენა შეგვიფასეს ნულად!

გულო,რამდეს უძლებ ბოღმას,
სულო,რად არ ტოვებ სხეულს,
ჩემი საქართველო დაჭრეს,
მტკივა იარები ეულს…

გადაჯიშებული ერი,
შეურაცხყოფილი რწმენა,
ღმერთო! გამიმაგრე ერი!
ღმერთო! დამილოცე ენა!

Xareba Mtieli -Mtkiva Iarebi
ხარება მთიელი – მტკივა იარები

ხარება მთიელი – დუშეთს

September 24, 2014 § Leave a comment

აი ისევ შეიმოსა
მუზა შენზე ფიქრებით,
ხვალ ცოტათი წელმოხრილი
და ჭაღარა იქნები.

შენს ქუჩებში კვლავ ირბენენ
ცელქი გოგო-ბიჭები…
შენი ეშხით მე დუშეთო,
ლექსში არ ჩავიჭრები.

გულს ჩაგვიკარ დუშელები,
დაგვილოცე დღენია,
შენით მთვარი თუ ვმღერივართ,
ეს ქართული გენია.

სანამ ძალა მომდევს მკლავში,
სანამ სისხლი მიდუღს ძარღვში,
მკერდზე ფარად გაგაეკრობი
და არასდროს გაგცვლი სხვაში.

ხვალ ჩამოთოვს შენს ქუჩებში,
გაათეთრებს ნაძვიანს,
თუ ოდესმე გაგეყარო,
დავემგვანო ნაღვლიანს.

არ მეღირსოს გზააბნეულს
სხვა ქალაქში მოსვენება,
მწამდე მინდა ისე მწამდე!
როგორც ქრისტეს ათი მცნება.

აი ისევ შეიმოსა
მუზა შენზე ფიქრებით,
გეფიცებით, მე დუშეთის
შვილი ვარ და ვიქნები!…

Xareba Mtieli – Ai Isev Sheimosa
ხარება მთიელი – აი ისევ შეიმოსა

Where Am I?

You are currently viewing the archives for September, 2014 at leqsebi.