გალაკტიონ ტაბიძე – ვარსკვლავია

June 30, 2014 § Leave a comment

ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე,
ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
ნეტა არსებობდეს სიტყვა ქვეყანაზე
ამის ამხატავი,
ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია!
გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი,
ძლიერ საოცია
გასაოცარია,
გასაოცარია,
ის, რომ შენ ანათებ!
ნეტა როგორ ხდება ასეთ სიბნელეში,
ასეთ სიბნელეში
შენ ცას რომ ანათებ და შენ ვერავინ გხედავს
და შენ ვერ უგრძვნიხართ.
ო, რა მიზეზია, ნეტა გაცოდინა,
ასეთ დაბრმავების,
გასაოცარია,
გასაოცარია,
ძლიერ , მეტისმეტად!
ცრემლიც არ არსებობს, ყველა, ყველაფერი
მიდის უდაბნოში…
გასაოცარია, გასაოცარია,
გასაოცარია!

Galaktion Tabidze – Varskvlavia 

გალაკტიონ ტაბიძე – ვარსკვლავია

ტერენტი გრანელი – ლოცვა გაფრენისთვის

June 30, 2014 § Leave a comment

წამი აღმაფრენის
და ფიქრი ნაჩვევი.
ღმერთო! გამაფრინე
და ქრისტე მაჩვენე.

ხელს მაღლა აგიშვერს
ცოდვა ადამისა,
ღმერთო! გამაგიჟე
და შენვე დამიცავ.

ნეტავ ზღვის ძახილზე
გრიგალს გავეტაცე.
ღმერთო! გამაღვიძე
მე სხვა პლანეტაზე.

მიმაქვს პანაშვიდი,
ვარ ღია ბაღისებრ.
ღმერთო! დამამშვიდე
და ძილი მაღირსე.

Terenti Graneli – Locva Gafrenistvis

ტერენტი გრანელი – ლოცვა გაფრენისთვის

გიორგი არაბული – უპუნქტუაციო სამშობლო (და ლექსიც)

June 30, 2014 § Leave a comment

ჩვენც დროში დაკარგულ თაობას ვემსგავსებით
რომელსაც საყვედურობენ

გაიზრდებიან შვილები
ჩვენი ტკივილით გამოკვებილები
აიდგამენ ენას და მთელი ცხოვრება
ზიზღით ჩაგვეკითხებიან
– სად იყავით როცა
– ხმა რატომ არ ამოიღეთ როცა
– რაზე ფიქობდით როცა

ჩვენ არც ძალა გვექნება თავისმართლების
არც სიმართლე და ამიტომ ვერ ვეტყვით შვილებს
რომ გვეძინა
რომ გვეშინოდა
რომ ამოვქოლეთ ფანჯრები
რომ გავჩუმდით
რომ შევეგუეთ

ჩვენი შვილები ყოველდღე გაგვახსენებენ
ქუჩაში მოკლულ ადამიანებს
ნაწამებ პატიმრებს
გამქრალ და დატბორილ სოფლებს
წართმეულ მიწას
სუფრაზე დაღვრილ ოფლს
და დუმილს
რომელსაც ამოვეფარეთ როგორც მშვიდობას

სად იქნება სიმართლე
რომელ რწმენას ჩავიცვამთ
რომელ ჭეშმარიტებას ამოვეფარებით
რომელ მომავალზე ვიფიქრებთ

ძველებურად გავაბოლებთ სიგარეტს და ჩვენი წარსულით დამძიმებული კვამლი გაგვახსენებს რომ
ჩვენ დავანგრიეთ საქართველო
ჩვენ დავკარგეთ რწმენა
ჩვენ დავხოცეთ ადამიანები
ჩვენ დავარბიეთ მიტინგები
Äჩვენ დავიძინეთ

ბედნიერებიც კი ვიქნებით რადგან დავრწმუნდებით
ყველაფერი ჩვენი ბრალია
მხოლოდ ჩვენი

მერე ჩვენი შვილებიც გაიზრდებიან
ისინიც დაიწყებენ სამშობლოზე ლექსების წერას
ძველს დაანგრევენ და ვიდრე ახალს ააშენებენ
ამ ნანგრევებში ახლა მათი შვილები ჩაეფლობიან
როგორც ჭაობში და სანამ იქიდან ამოვლენ
დაბერდებინ ჩვენი შვილები

სად იქნება ღმერთი
ვის ტანსაცმელს ჩაიცვამენ გაყინული ბავშვები
რომელ კედელს ამოეფარებიან ცოლები
რომელ მომავალს დაპირდებიან მამები შვილებს
(როგორი) იქნება ჩვენი ქვეყანა

რაღა ეშველება სუფრას
რის სადღეგრძელოს დალევენ პატრიოტები
როგორ დამთავრდება ქეიფი
როგორ დამთავრდება ჩვენი ქვეყანა

მერე მოხდება დრო

შვილიშვილები
ჩვენს ლექსებში აღმოაჩენენ სამშობლოს
და წიგნის თაროზე შემოდებენ ძველ ალბომთან
ერთად

Giorgi Arabuli – Upunqtuacio Samshoblo (Da Leqsic)

ოთარ ჭილაძე – "მართლა არავინ არ იცის ალბათ"

June 15, 2014 § Leave a comment

მართლა, არავინ არ იცის ალბათ,
სუნთქვა და ცქერა ჩემსავით ხარბად.
მომეცი ნება – მეც ვიშრიალო –
შენს ხეებიდან ყველაზე დაბალს.

ვით ეგებები წვიმებს და ქარებს,
მეც შევეგებო, მომეცი ნება.
ღამით, როდესაც ამოდის მთვარე,
შენი ჩრდილები ჩემს გულზე წვება.

და იმ უეცარ წვიმებს და ქარებს
მეც შეუმჩნევლად მივყვები მაღლა….
გამიღე კარი, გამიღე ჩქარა! –
მე შენგან შენთან მოვსულვარ ახლაც.

Otar Chiladze – Martla Aravin Ar Icis Albat
ოთარ ჭილაძე – მართლა არავინ არ იცის ალბათ

თამარ ხარშილაძე – თვალები

June 15, 2014 § Leave a comment

ისეთი ლამაზი თვალები გაქვს,
ისეთი თბილი და უძირო,
ისეთი ჭკვიანი გამოხედვა,
მინდა რომ დღედაღამ ვუცქირო.

ისეთი საამოა შენი მზერა,
ისე სათნოა და უმწიკვლო,
სასწაულებსაც კი დამაჯერებს,
სათქმელს გამაგონებს უსიტყვოდ.

ისეთი საოცარი თვალები გაკქვს,
ისეთი მდაბალი და უბიწო,
ისეთი სიყვარულით მომზირალი,
აბა როგორ გავძლო უმისოდ.

Tamar Xarshiladze – Tvalebi
თამარ ხარშილაძე – თვალები

რატი ამაღლობელი – ლილითი

June 15, 2014 § Leave a comment

მე შენი ვნების მოგონება
მნაბავს და მვნებს,
როგორც სიმთვრალე გოგონებს.
მე შენი სახის გახსენება
მაბნევს და მკლავს,
ვცკოცნი სხვა ქალის სავსე
მკლავს.
შენ ისევ ჩემი გაოგნება
გნებავს და გწადს,
როცა ცას ველი საოცარს.

Rati Amaglobeli – Liliti
რატი ამაღლობელი – ლილითი 

მუხრან მაჭავარიანი – (კრებული-"ვითარცა მტკვარი")

June 15, 2014 § Leave a comment

ერთი
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! –
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო, –
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი! –
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, –
იმ ერთის პოვნის, –
ათასში ერთი გამხდარა ღირსი.

Muxran Machavariani – Krebuli Vitarca Mtkvari

არმაზ ფერცელიძე – დრო წურავს დროს და არა სიყვარულს

June 8, 2014 § 1 Comment

„მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდოდა.“
ასე, მარტივად გეტყვი ყველაფერს,
ალბათ, გაიგებ უფრო იოლად,
ალბათ, შეამჩნევ, შეამჩნევ წამსვლელს.

დრო წურავს დროს და არა სიყვარულს.
ამის გაგება გიჭირს რატომღაც.
გიღირს რატომღაც… ეჩვევი ხმაურს
და აღარც გჯერა მზე რომ ამოვა.

მივდივარ რადგან ვეღარ გავუძლებ,
თავიდან კითხვას, ვერა ვერაფრით!
შენ წაკითხული წიგნი ხარ უკვე,
და მოგიძებნი თაროზე ადგილს.

Armaz Fercelidze – Dro Wuravs Dros Da Ara Siyvaruls

Where Am I?

You are currently viewing the archives for June, 2014 at leqsebi.