ნიკო გომელაური – "ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი"

March 30, 2014 § Leave a comment

ზოგი ფიქრობს, პირჯვარია მთავარი,
მაგრამ ასე, გეფიცებით, არ არი…
ეკლესია ვერ იქნება აბჯარი,
სულით თუ ხარ მკვლელი, ქურდი, ვაჭარი.
თუ ლოცულობ, თან გიჭირავს ლახვარი,
ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი.
არც უღმერთოს, არც მორწმუნეს ვედრები,
ვერ მივმხვდარვარ, თუმცა უკვე ვბერდები
– ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები,
ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები?

Niko Gomelauri – Zogi Fiqrobs, Pirjvaria Mtavari

ნიკო გომელაური – მერე რა რო ზამთარია

March 30, 2014 § Leave a comment

მე მიყვარს თოვა სიცელქე ამ ცის
მეც ვემსგავსები თავგასულ ყმაწვილს
მიყვარს ზამთარში სიძუნწე ფერთა
მიმოფანტული ველებზე თეთრად
მიყვარს ნაძლის ხე…..
ბუხარი….
სითბო…..
ის ვინც საჩუქრებს ყოველ წელს ითხოვს,
ჩემს ბიჭებთან როგორ მიყვარს
დღის და ღამის არევა
რომც გტკიოდეს, რომც გციოდეს
იქ თქვით ლუდის დალევა
ჩვენ ერთად ვართ მთავარია
მერე რა რო ზამთარია

Niko Gomelauri – Mere Ra Ro Zamtaria

ნიკო გომელაური – "მე ხასიათით ვგავარ არლეკინს"

March 30, 2014 § Leave a comment

მე ხასიათით ვგავარ არლეკინს,
სახით – პიეროს

და ვთხოვ ცხვორებას მართლაც გარეკილს –
გამაძლიეროს.

ნუ გადამიხდის სამაგიეროს,
ზოგჯერ რითმები თუ მაქვს უხეში,
კაცს ემღერება – უნდა იმღეროს,
სხვა რაღა არის აბა ნუგეში.

მე ხასიათით ვგავარ მოწაფეს,
სახით – პედაგოგს.
ბავშვობიდანვე ლექსით მომწამლეს
– ღმერთმა შემარგოს!.
გადაუხდელი ვალი მემართოს,
არ დამტოვებენ ვიცი, მუზები,
ქება-დიდება მე ვერ შემათრობს
– მაინც არასდროს წავიკუზები.

მე ხასიათით ვგავარ ფერიას,
სახით – ვამპირებს,
მე ავუსრულებ მთელ იბერიას,
ჩემს დანაპირებს.
მივესალმები ბერძენ სატირებს,
ვგრძნობ ჩემში ცოცხლობს იმათი გენი,
სხვისი სიცილი ხშირად მატირებს,
ხშირად მაღიმებს ცრემლები თქვენი.

Niko Gomelauri – Me Xasiatit Vgavar Arlekins

ნიკო გომელაური – "სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!"

March 30, 2014 § Leave a comment

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!

ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…

წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.

Niko Gomelauri – Samshoblo Martlac Chemi Xatia

ნიკო გომელაური – "აღარა მაქვს მე ქალების ატანა"

March 30, 2014 § Leave a comment

აღარა მაქვს მე ქალების ატანა,
დასანახად ვეღარ ვიტან მათ.
მათი სახით ამეკიდა სატანა,
რა შევცოდე? რად ვისჯები, რად?

ცუდად ვხდები, რომ ვიხსენებ სახელებს,
ცუდად ვხდები, სახეებს რომ ვიხსენებ.
ყალბი ხმა და ცრუ იერი მახელებს
თვალწინ მიდგას ყველა – ვეღარ ვისვენებ.

დღეს ტულელი გამახსენდა იულია,
თან სულელი, თანაც ფრიგიდულია,
ან ავიღოთ თუნდაც დალი,
მუდამ გაპობილი მთვრალი.

მრუში არის გალია,
ისე, სათნო ქალია.
რა მსუნაგია თამუნა,
ლამის მეც შემახრამუნა.
უვარგა სახე მინსკელ ტანიას,
მაგრამ, ქართველი კაცის ტანი აქვს.

როგორ ვენდე მე სვან ნინოს?
უმარილოს, თან უტვინოს.
აჭარელიც მყავდა ნინა,
ერთი უნდა მოგესმინა.
მეუღლედ მყავდა ეკატერინე,
ერთ დღეს აღმიქვა, როგორც მტერი მე.
გამომცვალა, როგორც ძველი კალოში,
გაიპარა თვითონ მონტეკარლოში.

ცოდვა მადევს ერთი რუსი მონაზვნის,
რადგან როცა გემო ნახა ორგაზმის ,
– დაივიწყა, რაც კი ჰქონდა აღთქმული,
ჩემი ხათრით შეისწავლა ქართული.
”ყ”- ს გამოსთქვამს, ბაყაყივით ყიყინებს,
დროშასავით აფრიალებს ბიკინებს.

მოგესალმები შენ ჩემო ნელი,
ნუ შიშობ, არ მაქვს მე ენა გრძელი.
რომ აიხადე გახსოვს ვუალი?
– პირველად ვნახე ტრანსსექსუალი.

რას ვიფიქრებდი ქურდბაცაცაა ლამარა,
როგორ დამტოვა პრეზერვატივის ამარა?!

დამეხხენით, ქალბატონო ლილი,
თქვენ ჩემხელა უნდა გყავდეთ შვილი,
რას ნიშნავს, რომ არ ვიყავი ფრთხილი
ახლა თავს ვგრძნობ, როგორც ნეკროფილი.

თეა – მთხლეა, ეს ლია გველია
ცირა, ლალი და ლიზი
– ცარიელი კაპრიზი.
არ გამაგონოთ სქესი ქალური,
მე ერთი აზრი ამიტაცია,
გამოვიცვალო სექსუალური ლამის ორიენტაცია.

მაგრამ, კაცებსაც, როცა ვუყურებ – მიკვდება გული
რამდენი გინდა შემომთავაზო ნეტავი ფული,
რომ შევიყვარო მე ტლუ თემურა, ან ტლანქი ანრი,
ბილწი ბიძინა, მყრალი თენგიზა, მსუქანი ჟანრი,
ბოროტი რატი, ლოთი ვალოდა, ცბიერი ბადრი,
მშიშარა შაქრო, ძმობის არ იცის რომელმაც ყადრი.

ხელმრუდ მურადას, როგორ გავუგო, ერთი მითხარით,
როგორ გავუგო ნუგზარას, ცოლი რომ სცემა გიტარით.

არა, არ მინდა, აღარც ქალების, არც კაცთა მოდგმა!
რაც გსურთ იფიქრეთ, მიდით ატეხეთ მითქმა და მოთქმა,
სად არის ახლა ნეტავი, ექიმი აიბოლიტი
ის თუ მიშველის – იქნება გამხადოს ჰერმოფროდიტი

Niko Gomelauri – Agara Maqvs Me Qalebis Atana

ნიკო გომელაური – "გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი"

March 30, 2014 § Leave a comment

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
– ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
– ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
– ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
– ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

Niko Gomelauri – Gushin Gavarda Xma, Rom Gavtavdi

ნიკო გომელაური – დედა

March 30, 2014 § Leave a comment

ვინ დამბადა ასე ფლიდი,
ასე წყნარი, ასე დიდი
ასე ცუდი, ასე კარგი
ვინ მასწავლა ასი დარგი
ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას
და მიწუნებს ცოლად ყველას
ვინ ჩამარტყამს თავში უროს
ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს
ან იმ ღამეს ვინ გამათბობს
მე ჭაღარა რომ დამათოვს
ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას
ვერც ავუხსნი როგორ მიყვარს
ვინ იქნება მუდამ ახლოს
მაშინაც კი შორს თუ სახლობს
ვინ იქნება, ვინ და დედა
თებერვალში დამებედა

Niko GOmelauri – Deda

მორის ფოცხიშვილი – გაქცევა

March 30, 2014 § Leave a comment

ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს,
გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,
იყო და იფიქრო, რაზედაც გინდა,
ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _
იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირად
აქუცმაცებდე უბრალოდ დროს…
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს.
და გაურბიხარ მეგობრებს, მტრებს,
ეჭვს და სიძულვილს, სიყვარულს, წლებს,
უბრალოდ გინდა მარტო დარჩენა,
რატომღაც მარტო დარჩენა გსურს,
რატომღაც გინდა, წახვიდე სადღაც,
გაექცე ნდობას, ზეიმ-ზარს, შურს…
საქმიან კაცის თვინიერ ნიღბით
ქალაქს ტოვებ და მიდიხარ სოფლად,
მერე სოფლიდან მირბიხარ მთებში,
თახვის თათებით შედიხარ ტყეში,
შედიხარ ტყეში, უსიერ ტYყეში,
უკაცურ ტყეში შედიხარ მშვიდად
და, რომ გგონია,
მარტო ხარ თითქოს, _
ხე რომ ხე არის,
ხე ენას იდგამს,
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს.
ხე ენას იდგამს და პასუხს ითხოვს,
ყველაფრისათვის,
რაც ჰქმენ, რაც იყავ,
რაც არ იყავ ან რაც აიტანე…
ხანდახან გინდა განმარტოვდე,
წახვიდე შორს
და… უბრუნდები ადამიანებს..

Moris Focxishvili – Gaqceva

ნიკო გომელაური – მე რომ წავალ

March 30, 2014 § Leave a comment

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,შემიანებს,მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას


Niko Gomelauri – Me Rom Waval

ნიკო გომელაური – "ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს"

March 30, 2014 § Leave a comment

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.

იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა…

Niko Gomelauri – Jojoxetshi Ibeveben Adgilebs

Where Am I?

You are currently viewing the archives for March, 2014 at leqsebi.