კოლაუ ნადირაძე – წიწამურიდან საგურამომდე

February 7, 2014 § Leave a comment

წიწამურიდან საგურამომდე ეკლიანი და პატარა გზაა,
წიწამურიდანსაგურამომდესიცოცხლისგავლა
ნეტავირაა?
წიწამურიდანსაგურამომდეაშრიალებულ
ფოთლებისზღვაა.
ისევდუდუნიისმისარაგვის, ისევ
ბიბინებსარაგვისველი.
ღამითამოსულდააყვავებულვარსკვლავებს
დილამოთიბავსცელით,
ღამითამოსულსდააყვავებულნიავს
არაგვიდილამდეელის.
ჰეი, არაგვო, არაგვიანო,
გულშიეგსევდარადჩაგწოლია?!
შენსსამასშვილზეხომარადარდობ? –
გყავდადათითქოსარაგყოლია!
შენიჩქერებისთეთრიშხეფები, – ეგხომ
ცრემლებისწმინდაბროლია!

ჰეი, არაგვო, მიამბემაინცშენსსამასრაინდსთურასუმღერდი,

როგორაღზარდექართულქოხებშიდა
ქართულაკვანსროგორურწევდი!
ჰოი, არაგვო, მაშინაც, ალბათ,
ამავესევდასმოაქუხებდი!
არავინიყოამბისმომტანი, არგინათებდაგულსალიონი,
აღარგესმოდა? ვისაცმოუკლავს?,
არგუგუნებდაზარისიონის,
შენდაგტიროდამხოლოდმოხუცი: –
დამარცხებულიბაგრატიონი!
გზაეკლიანიდაუდაბურიგმირებსდა
მგოსნებსგაუკაფიათ!
საითისწრაფვიმაინც, არაგვო, და
მიაშფოთებტალღებსქაფიანს?
მცხეთისკარამდედიდიჩრდილებითმთებს
შენიტანიდაუდაფნიათ!
მცხეთისკარამდეგაისმისძვლებისდა
მუზარადისმსხვრევისხმაური!
მცხეთისკარამდეწარსულბრძოლებისისევ
ამტყდარააურზაური,
მცხეთისკარამდერეკავსჯავშანზედაჯახებულიხმალიფშაური!
წიწამურიდანგულისკარამდეერთიგზა
მოდისგზასისხლიანი,
ისევჰყივიანცაშიარწივნიდაშრიალებენმთანიტყიანი;
მთებშიირმებისისმისყვირილი, გულის
მზარავიდასევდიანი.
ეგებისმკერდშიდასჭრესირემიდაარ
ურჩებაბეჩავსიარა?
განგმირულშუბლითეკლიანგზაზეისევ
მგოსანმათუგაიარა?
ეგებისამცნომთებსსაიდუმლოდადიდი
ფიქრიგაუზიარა?
ჰოი, არაგვო, არაგვიანო, გულშიეგსევდა
რადჩაგწოლია?!
მოკლულპოეტზეხომარადარდობ? –
გყავდადათითქოსარაგყოლია!
შენიჩქერებისთეთრიშხეფებიეგხომ
ცრემლებისწმინდაბროლია!
ჰოი, არაგვო, მიამბემაინც, როგორდაეცა
ესგოლიათი?
ეგების, შეწყდავარსკვლავთკაშკაში,
გადაეფარამიწასწყვდიადი,
დადამწუხრებულს, კაეშნითმოცულს,
მზესაცამოსვლადაუგვიანდა?
შთაგონებულისიმღერამისიაღარმოესმის
მიდამოსშენსას.
ალბათ, მისთვისხარგულჩათხრობილი
დააღარცცხრებატალღებისკვნესა!
ნატყვიარშუბლისსისხლისწვეთები
ახლაცაცხიამიწასდაქვებსა!..
წიწამურიდანსაგურამომდეეკლიანიდაპატარაგზაა.
წიწამურიდანსაგურამომდესიცოცხლის
გავლანეტავირაა?
წიწამურიდანსაგურამომდედიდიმთებიდაუძიროცაა.
Kolau Nadiradze – Wiwamuridan Saguramomde

კოლაუ ნადირაძე – ოცნება საქართველოზე

February 7, 2014 § Leave a comment

დავიწყებულიძველიფონები
დანანგრევებიდიდციხეების:
ჩვენიდიდებამოსაგონები,
ფართოჩრდილებიცაცხვისხეების.

შედიხარჩუმად, გრილიტაძარი
მოთაფლისფეროსახემამების;
დასაცეცხლურშიცოტანაცარი
დაშავიხატიწმინდასამების.

ნიშანიბედისკარზენალები,
სახურავებიდასავსებული
დაღვთისმშობელისმოგრძოთვალები
უმანკოსევდითამოვსებული.

Kolau Nadiradze – Ocneba Saqartveloze

კოლაუ ნადირაძე – 25 თებერვალი

February 7, 2014 § Leave a comment

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

Kolau Nadiradze – 25 Tebervali

კოლაუ ნადირაძე – 25 თებერვალი

გალაკტიონ ტაბიძე – მუსიკა უეცარი

February 3, 2014 § Leave a comment

გუშინ, როცა არე-მარეს შუქს აფრქვევდა მთვარე ციდან,
მე მომწყინდა… მე სარკმელი გამოვაღე და სარკმლიდან
წკრიალა ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი,
და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.
ღამით თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდა
და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა!
თითქო ორთქლად ეფრქვევოდა არე-მარეს ეს ცის ხმები,
და სცურავდენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები.
მაგრამ ჰანგი გაიზარდა და თანდათან შეიცვალა,
ახმაურდა მასში გრგვინვა და სტიქიის რაღაც ძალა.

ამ დროს თვალწინ იშლებოდა ჯურღმულები და ხევები,
იმედთა და რწმენის ზღვაზე მოცურავდენ ნამსხვრევები.
ჰანგთ ნაკადში ინთქმებოდა კაცთა გული, კაცთა თვალი,
იყო რაღაც საშინელი, იყო რაღაც იდუმალი,
ტბათა ფსკერზე თითქო ელვის დაიკლაკნა ბილიკები,
მაგრამ აჰა, სულ უეცრად შეიცვალა ისევ ხმები:
ლაჟვარდოვან ტბის სარკეზე გასრიალდა ვერცხლის ნავი,
ოდნავ დასწვდა წყალს ნიჩაბი, ვით ნიავი, ვით ნიავი.
მთიდან ნისლი ჩამოცურდა, ნისლი ბნელი, ნისლი შავი,
და გაშალა ტბის სივრცეზე თმა-გიშერი, თმა-ნაწნავი.
და ისმენდა ამ სიმღერას, და ტოკავდა როგორც ნავი,
სანამ კვლავ არ შეიცვალა ჰანგთა ტალღა მომხიბლავი:
ეხლა თითქო ღრუბელთ ზევით დაოცნებობს ფიქრი წყნარი,
ცის ვარსკვლავებს აგროვებს და ზღვას სთავაზობს ნიავ-ქარი.
მდუმარე ზღვის ლაღ სივრცეზე ნისლად იდგა ის სიმღერა
და ტოკავდა ზღვის ქალწულთა მოხიბლული გულისძგერა.
მწველი იყო ის სიმღერა, ვით შუადღის ბრწყინვალება,
სადაც გრძნობა გზას პოულობს, სადაც ცეცხლი იმალება,
და ისმოდა ეს სიმღერა, და ღვივოდა თვით ამ ხმაში,
და ნარნარად იკაფავდა გზას უსაზღვრო ქვეყანაში.
იკვალავდა გზას და თრთოდა უსაზღვრობის სიღრმე-წყლულში,
იკვალავდა გზას და რეკდა გარინდებულ ცის ჯურღმულში.

ერთხელ კიდევ ჰანგთ კამარა მიძინებულ ქვეყნის გულში
მიატარა-მოატარა და გაიბნა შორს, უფსკრულში!!.

Galaktion Tabidze – Musika Uecari

სიმონ ჩიქოვანი – ქართველი დედა

February 3, 2014 § Leave a comment

ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა…
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.

Simon Chiqovani – Qartveli Deda

Where Am I?

You are currently viewing the archives for February, 2014 at leqsebi.