მურმან ლებანიძე – მეშინია

August 30, 2013 § Leave a comment

ეს სოფლები:
ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა
ეს პარტახი საიგავო,
მეშინია,
ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ
მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე
არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ჰყეფს,
ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვინმეს
მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე
მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი,
ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო,
არ ჩააქრო! _ გაფიცებდი.
არ წააგო,
არ წააგო ეს წალკოტი! _
დამიხსომე,
ასი წლის წინ გეძახოდი,
დამიხსომე,
განჯღრევდი და გაღვიძებდი!

Murman Lebanidze – Meshinia

გიორგი ხალაძე – რომ ვსუნთქავ, წუხდებით?..

August 27, 2013 § Leave a comment

სულაც არ მინდოდა მაინც გამახსენა.
წვიმა არ მინდოდა ზეცამ დამასველა.
ნიავი მინდოდა და ქარი დაქროდა
ყიდვა მინდოდა და ჯიბეში რა მქონდა

სითბო მინდოდა და ზამთარი მათოვდა
როდესაც მციოდა არავინ მათბობდა.
ღამე მინდოდა და უცბად თენდებოდა
წუთი მინდოდა და წამად გრძელდებოდა,

მეტირებოდა და ცრემლი გამქრალიყო
ფხიზელს ვეძებდი და ყველა დამთვრალიყო.
კეთილს ვეძებდი და ვპოულობდი ბოროტს
წინ მივდიოდი და სულ მტოვებდნენ ბოლოს.

ჩუმად ვიყავი და ჩუმად ხმადაბლაო
დავიღლებოდი და ჩქარა რა დაღლაო.
ყიდვა მინდოდა და ვკეტავ დაბინდდაო
ჩემს სახლს ვაღებდი და შენ აქ რა გინდაო.

არ ვჩხუბობდი და ჩხუბის ბუნტიაო
არ მომიპარავს და ეგეც ქურდიაო.
რიგში ვიდექი და ეს აქ დაიცდისო
მართალს ვამბობდი და ამან რა იცისო.

სიცოცხლე მინდოდა და სიკვდილი მეტრფოდა
თბილ სიტყვას ველოდი და არავინ მეტყოდა.
მათხოვარს ვხვდებოდი და ფული მეც არ მქონდა
გვერდს რომ აუვლიდი ძუნწოს მეძახოდა.

ჯერ ყვავილს დავკრეფდი სადმე თუ გხვდებოდი
რაში მჭირდებაო რატომ წუხდებოდი.
ლექსებს გიწერდი და მგონი ვერ არიო
გამომივიდაო ესეც მწერალიო.

შველა მინდოდა და არავინ მშველოდა
მეტირებოდა და სულ ყველა მღეროდა
შორს მივდიოდი და ნეტავ სად ივლისო
გული მტკიოდა და ალბათ გაგივლისო.

რატომ დადიხარო დღისით ან ღამეო
სიტყვა არ მითქვამს და უკვე დამღალეო
ამიტომ ვამბობ და ამიტომ მიკვირსთქო
რომ ვსუნთქავ წუხდებით მაინც რომ ვიკითხო…

Giorgi Xaladze – Rom Vsuntqav, Wuxdebit?…
გიორგი ხალაძე – რომ ვსუნთქავ, წუხდებით?..

Where Am I?

You are currently viewing the archives for August, 2013 at leqsebi.