ზურა სალუქვაძე – ლოდინში დაკარგული

February 8, 2013 § Leave a comment

–  კარგად ვარ… შენ როგორ ხარ?
 იცი?…. მომენატრე,
–მეც შენთან ნიავს
 ვატანდი შენზე ნატვრებს,
–  ჩემთან დრო ძალიან
 ნელა მიდიოდა,
— მე კი უშენოდ
 გული მიმდიოდა.
–  სიზმარში გხედავდი…
 კოცნას ვერ ვბედავდი,
— შენ კი ცაზე ვარსკვლავების
 ფონად ელავდი,
–  რა ძნელი ყოფილა
 ცხოვრება უშენოდ,
— იცი?… მეც მომბეზრდა,
უთქმელად….. უენოდ!…..
–  მე უკვე დამავიწყდა
თუ რა არის სიხარული,
— მას შემდეგ არც მე არ
 ვყოფილვარ მხიარული,
–  როგორ მომენატრე
 ნეტა იცოდე,
— გახსოვს შენ ჩემი…
 სუნთქვა რომ გიწოდე?
– გახსოვს ვარდები…
 ეკლებში კრებული?
— მე მახსოვს თვალები…..
 შეყვარებული…..
–  მინდა ჩაგეხუტო,
 გულში მაკლიხარ,
—  შენ კი ჩემი სულის
 სამყაროს აკლიხარ.
– უშენოდ ცხოვრებამ
 აზრი დაკარგა….
— დამპირდი რომ აღარასდროს
 აღარ დამკარგავ….
–  მოდი ყველაფერი
დავიწყოთ თავიდან,
— მე უშენობას…
 ვეღარ გადავიტან!
– მთელი ცხოვრება,
სიყვარულს გპირდები,
— მე მთელი სიცოცხლე
 შენს გვერდით ვიქნები!
– როგორ მყვარებიხარ
 ღმერთო არ მჯერა….
— უნდა დავფიქრდეთ..
 ამჯერად….. ამჯერად….
  >>>>>>>>>>>………
– ბედი კი იცინოდა,
შორიდან დაგვცინოდა,
ჩვენთან სიყვარულის
ფიფქები არცვიოდა,
ნატვრა კი იქ რჩებოდა,
სადაც იწყებოდა,
ფანქრით დაწერილი
სიტყვები იშლებოდა!
მთელი დიალოგი,
თავზე ჩამოგვენგრა,
თურმე ყველაფერი
ყოფილა წარმოდგენა,
ფიქრი ოცნებების
თითქოს რეალური,
ბოლოში აღმოჩნდა
არარეალური…..
პირველი ნაბიჯი,
პირველი სიტყვა,
თითქოს გამოგვრჩა,
არცერთს არ გვითქვამს,
თითქოს სიამაყემ
წაიღო ფერება და…..,
ერთ სიტყვას შევწირეთ
ეს ბედნიერება!
ერთმანეთს ველოდით,
დიდხანს და უთქმელად,
შეხვედრას კი ვნატრობდით,
სულმოუთქმელად….
ორივე ველოდით,
სიტყვებს ….. ავ-კარგებს,
აი ამ ლოდინში კი
მთავარი დავკარგეთ …….

Zura Saluqvadze – Lodinshi dakarguli

აკაკი წერეთელი – სიზმარი

February 8, 2013 § Leave a comment

ერთხელ მხოლოდ, – ისიც ძილში, –
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით – ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..

შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი “ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაიღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..

მზის ჭიატის დარი იყო
უცნაური ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:

მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაეჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!

ბრძანა: “გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, –
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”

მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
“თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:

გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
აიტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!

მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლად?!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..

არც თამარი, არც თინათინ,
აღარც ნესტან-დარეჯანი!…
აღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..

გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლიანად გამეცინა!..
ვთქვი: “ნეტავი არ მენახა,
საუკუნოდ დამეძინა!..”

Akaki Wereteli – Sizmari

Where Am I?

You are currently viewing the archives for February, 2013 at leqsebi.