გიორგი ზანგური – სადა ხარ? რას შვრები?

October 31, 2012 § Leave a comment

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
გაზაფხულს წავლეკავთ.

გახსოვარ? რა გინდა?
ლოდინმა დაგღალა?
მე შენი ბაგიდან
ამბორის დამღა ვარ.

როგორ ხარ? იწექი?
რამდენ ხანს გეძინა?!
დაგღალე სიცელქით,
სიცელქე გეწყინა?!

შენ ჩემი სუნთქვა ხარ?
რა იყო, არ გჯერა?
ახლოს ხარ, სულთან ხარ-
სხეულის ფანჯრებთან.

რა მოხდა გინდივარ?
დღეს მუხლი იტკინე?
ამბორის დამღა ვარ
ასე რომ ვითმინე,

რა დროა? სამია?
გავჩუმდე ჯობია?
რა ვქნა ნასვამია
დღეს მარტოობია.

დაგღალე საუბრით?
ხმა რატომ იცვალე?
შეხვედრას გაურბით
ასე რომ ვიწვალე.

მარტო ხარ? მერე რა?
გინდა რომ მოვიდე?
ტკივილი მერევა,
მაგრამ მე მოვითმენ.

რამდენ ხანს გელოდი?!
გინდოდა გეთქვა რა?
რომ ერთად მელოტი
ჭადრები გვეთვალა?

სადა ხარ? რას შვრები?
გიცდი და არ ვრეკავ.
ვჯიუტობთ ბავშვები
სიყვარულს წავლეკავთ.

Giorgi zanguri – Sada xar? Ras shvrebi?

გიორგი ზანგური – ქალის ეპოქა

October 31, 2012 § Leave a comment

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.

Giorgi zanguri – Qalis Epoqa
გიორგი ზანგური –  ქალის ეპოქა  

გიორგი ზანგური – ნაცნობ მელოდიასავით

October 31, 2012 § Leave a comment

ზედმეტად ნაცნობ მელოდიასავით
ავიკვიატე შენი სახელი
და რახანია ვღიღინებ,
ისე სევდიანად!
ისე მოგონებით,
ისე ჩუმად,
რომ მეც აღარ მესმის.
სხვებსაც გადავადე,
სხვებიც ავიყოლია
და ახლა, თითქოს მთელი ქალაქი,
მთელი სამყარო,
შენს სახელს ღიღინებს_
აკვიატებულ მელოდიას.

Giorgi zanguri – Nacnob melodiasavit

გიორგი დვალი – სხეული რომელსაც სახელი ქვია

October 31, 2012 § Leave a comment

მე შემიყვარდა შენი სხეული,
სხეული რომელსაც სახელი ქვია,
შნი სახელი-ვნებით გრძნეულით
სულში ალისფერ დაღად მასვია.

“ჯოჯოხეთურად” მხურვალე მკერდი,
მიშანთავს სხეულლს და სულსაც მიმღვრევს,
მე სამოთხესაც დაგინთხევ ფერხთით
შენს “ჯოჯოხეთში” თუ მომცემ მღვიმეს….

სხეული რომელსაც სახელი ქვია,
გულში მეღვრება გაავდრებული;
შენს სიყვარულს ჰყავს დასადავებული
გული ჩემი-შენში დასაფლავებული…

მემე სემიყვარდა შენი სხეული,
სხეული რომელსაც სახელი ქვია
და ეს სახელი-გრძნობით გრძნეულით
სულში ალისფერ დაღად მატყვია.

Giorgi dvali – Sxeuli romelsac saxeli qvia

გიორგი დვალი – მსურს რომ აიმღვრეს ვნების სიმფონია

October 31, 2012 § Leave a comment

მსურს რომ აიმღვრეს ვნების სიმფონია,
სხეულში აბობოქრდეს მორევი ეშხის;
ქარი სიყვარულის ჩემი თვისტომია,
გრძნობებს წამომიშლის და გრიგალს ვეტრფი.

მსურს რომ მიყვარდეს როგორც არასდროს,
როგორც არავის არ ყვარებია,
მსურს რომ ვტიროდე თანაც ამავდროს;
ჯერ ტრფობის ცრემლი არ დამდენია.

ბობოქარ ღამით ჩაძინებისას მისი გულ-მკერდი;
და გარიჟრაჟზე თვალს რომ ავახელ-მისი სურნელი;
აი სულ ეს არის რაც მსურს და მინდა
“ის”-ჩემი ერთგული,მეც-”მისი” წიმნდა.

ერთად სუნთქვა,ერთად ძგერა გულის,
ერთი სამოსი-სამოსი სულის;
ერთად სარეცელზე,ერთი ჭერის ქვეშ
და პაემანი “იმ”ხეივნის ქვეშ….

მსურს რომ აიმღვრეს ჩემში სიმფონია;
მსურს რომ მიყვარდეს როგორც არასდროს;
რადგან ქარი ტრფობის ჩემი თვისტომია,
მსურს რომ ვტიროდე თანაც ამავდროს.

Giorgi dvali – Msurs rom aimgvres vnebis simfonia

გიორგი დვალი – მაინც მეყვარები

October 31, 2012 § Leave a comment

ვერ დავემალე ვერასგზით სევდას;
სიზმრად მოდიხარ,ხატად მეზმანები ;
თვალები წარსულის ნაგლეჯებს ხედავს…..
სხვისი ნაფერები მაინც მეყვარები.

რა ვქნა დაჯაბნა გულისთქმა აზრმა,
აზრმა არჩია თამაში ნამდვილს;
შემოიმსხვრია გრძნობები ბრაზმა,
ვიცი ეს სევდა დამღლის და დამღრღნის.

შენ არ გამტყუნებ-ბრალი ჩემია,
ახლა სხვისი ხარ-მე კი მადარდები;
ახლა აზრები გულს მქეჯნიან….
სხვისი ნაფერები მაინც მეყვარები.

Giorgi dvali – Mainc meyvarebi

გიორგი დვალი – და მე “ავიშვებ”

October 31, 2012 § Leave a comment

გაზაფხულდება და მე ავიშვებ,
ავიშვებ როგორც მარტში ამინდი,
ჩემში ჩაგკეტავ-არსად გაგიშვებ,
არც კი ექნება ქეჯნა ჩემს სინდისს.
თმას აგიწეწავ ქარით და წვიმით,
კვირტების ალისფერ ალმურს შეგამთხვევ,
ვნებას აგიმღვრევ-აგანთებ სხივით
და ეროტიულ ვალსში შეგახვევ…
შემოგევლები ქარბორბალისებრ,
შემოეცლება სხეულს სამოსი
და შენს სიშიშვლეს-დედოფალისებრს
შევმოსავ ვნების ჭრელი სამოსით.
ჰო,არექნება ქეჯნა ჩემს სინდისს;
ოდეს ჩაგკეტავ და არ გაგიშვებ…
გაზაფხულდება და მე ავიშვებ
ავიშვებ როგორც მარტში ამინდი.
Giorgi dvali – Da me avishveb

გიორგი დვალი – ქარი ვარცხნიდა ცას ღრუბელს

October 31, 2012 § Leave a comment

ქარი ვარცხნიდა ცას ღრუბელს,
მიმოაწვიმდა გაზაფხულს,
მიმოაბნევდა-თან ულევ
სიყვარულს ვნებით დაზაფრულს.

მეც ამა გრძნობის სიმძაფრე
გულს მომხვევია შენს გამო,
ოცნებას ფიქრში ვაზამთრებ,
არადა რად ღირს -შევსძახო ;

რომ ღამისმტეხველ ჩემს ფიქრებს,
რომ ფიქრ-ოცნებას მთლად მალღურს,
ვერ ვუმკლავდები-თან მიჰფრენს,
რომ წინ გაუძღვეს გაზაფხულს…

ქარი ცას ღრუბელს ვარცხნიდა,
თან წვიმა ცრიდა ტაატით.
ჩემგან ოცნება გაფრინდა
ვაი! თუ სადმე წაწყდი;

დამტუქსავ,ალბათ შემარცხვენ,
რომ ამოდენა ვაჟკაცი,
გრძნობებს “შიშით” ვერ გიმხელდი
და ოცნებებში ვმალავდი.

Giorgi dvali – Qari varcxnida cas grubels

გიორგი დვალი – გულს ვერ უბრძანებ

October 31, 2012 § Leave a comment

ის ხომ გულია, მე ვერ ვუბრძანებ
–ნუ ეტანები მა– მაცდურია,
თუ შემაყვარე ხომ ვერ ვუგანებ,
თან უკუქცევა რა კაცურია?
ვერც მოვატყუებ გამჭრიახობით
ის გულისთქმაა–არ მცნობს “ფილოსოფს”,
ვეღარც გავნვმსჭვალავ ჩემდამი ნდობით
ჩემი გულია,მოხარშულსა მცნობს.
არა და მტანჯავს აზრი ეროსის
ვნება, ტუჩები,გულმკერდის ბამბა…
მე ავხორცი–ვარ ის გენიოსი,
ორს შორის გრძნობათა ბაგაბუგს აბავს.
ხან ზევით,ყელში მოგვებრჯინება
ზოგჯერაც ქვეფრთხის–მოკრძალებული,
მოგვდრიკავს კიდეც თუკი ინება,
ის ზეციური ძალით არს ხლებული.
ვერ მოვერევით,ნუ ვკრავთ უზანგებს
კვლავ შეგვაყვარებს–მამაცურია!
ის ჩვენ გვაცოცხლებს ხომ ვერ ვუგანებთ?
გულს ვერ ვუბრძანებთ,გულს ვერ ვუბრძანებთ!!!
Giorgi Dvali – Guls Ver Ubrdzaneb

გიორგი დვალი – ისე მიყვარდი…

October 31, 2012 § Leave a comment

დრო კი გავიდა,მაგრამ ამ გრძნობას
ხანდის-ხანობით თავს რომ მახსენებს,
ვერ ვუმკლავდები,ველი შენდობას…
მაგრამ ეს გრძნობა მაინც მახელებს.
ისე მიყვარდი გრძნობით გრძნეულით,
დარდი რა იყო-ვიცოდი განა?
სიყვარულისგან ძალმორეული
სისხლს არ ვიდენდი რომ გეკრა დანა.
დილით მნათობთან ერთად ვდეგებოდი,
ღამეს ვტეხავდი მთვარედ ქცეული…
მერე გავიგე სულ სხვა გიყვერდა,
მას შენ-მეკი დავრჩი ეული…
ისე მიყვარდი გრძნობით ვნებულით,
დარდი რა იყო-ვიცოდი განა?
უარყოფილი ცრემლს არ ვიდენდი,
სისხლსაც კი ვინმეს რომ ეკრა დანა.

Giorgi Dvali – Ise Myvardi

Where Am I?

You are currently viewing the archives for October, 2012 at leqsebi.